Skip to content

Fatalism-ის წინააღმდეგ! ანუ მართლშეგნების მცდარ შეხედულებაზე…

      Fatalism-ის წინააღმდეგ! ანუ მართლშეგნების მცდარ შეხედულებაზე…

ფატალიზმი – ( ბედისწერა) მსოფლმხედველობა, რომლის თანახმად სამყაროს ყოველგვარი ხდომილება და ადამიანის მოქმედება წინასწარ არის მკაცრად განსაზღვრული, ყველაფერი გარდაუვალია, რადგან გამორიცხულია შემთხვევითობა, შესაძლებლობა, ალბათობა და თავისუფლება…

ფატალისტი ადამიანების  მთავარი პრობლემა გახლავთ ის, რომ თავიანთ ცოდვებს უფალს მიაწერენ, რადგან სურთ მოიხსნან პასუხისმგებლობა ჩადენილ ბოროტებაზე!…

ამ საკითხთან დაკავშირებით საინტერესოა ისტორიული რაკურსის მიმოხილვა, რომელიც მდგომარეობდა შემდეგში.

ძველ საბერძნეთში ბედისწერა (“ტიუხე”) წარმართულ ღვთაებებზე მაღლა იდგა, ისინი მიიჩნევდნენ, რომ ბედისწერა გარდაუვალია, მას ყოველივე ემორჩილება და თვით წარმართული ღვთაებებიც კი ძრწოდნენ მის შიშზე, ასევე ამბობდნენ ღვთაებებზე, რომ მათთვის ყველაფერი იყო შესაძლებელი, გარდა ბედისწერის დაძლევისა. ამის თვალსაჩინო მაგალითია სოფოკლეს ტრაგედია “ოიდიპოსი”, რომელიც სწორედ ბედისწერის გარდაუვალობას ქადაგებს და ადამიანს საკუთარი ბედისწერის მონად და ტყვედ წარმოაჩენს.

საინტერესოა რომაელების დამოკიდებულება ბედისწერის შესაებ, რაც გასაკვირია, რადგან ბერძნების კულტურას მათი კულტურა ძალიან გავს, განსაკუთრებით, ანტიკური ლიტერატურა, ამისდამიუხედავად რომაელების ეთნოფსიქოლოგია სრულიად განსხვავებულია. მათ სწამთ, რომ ადამიანი თავად არის საკუთარი ბედის შემოქმედი.

აი ისლამში ბედისწერის რწმენა აბსურდამდეც კი არის დაყვანილი. მათ სწამთ, რომ ალაჰი თავად იქმს ადამიანებში კეთილსა და ბოროტ საქმეებს…

ბედისწერის საკითხის შესახებ მსჯელობა ბერძნულ- რომაული მიდგომით იმიტომ დავიწყე, რომ სწორედ ამ ცივილიზაციათა წიაღში წარმოიშვა ქრისტიანობა და “პირველი ქრისტიანებიც” სწორედ ისინი იყვნენ, და შეუძლებელია, ბედისწერაზე ფესვგადგმულ ტრადიციას გარკვეული გავლენა არ მოეხდინა, ეს ასე მოხდა დიდი აბნეულობა და გაურკვევლობაც კი გამოიწვია მათში…

ღვთის განგების ცნება მეტად რთული გასაგები აღმოჩნდა თვით მორწმუნეთათვისაც კი. ზოგიერთი ადამიანის ცხოვრებაში განგება ღვთისა წარმართულ ფატალიზმთან იგივდება. ფატუმი(ბედისწერა) არ არსებობს. დაუშვებელია, ეს ცრურწმენა ჰქონდეს ქრისტიანს, რომელსაც ყოვლად სახიერი და ყოვლად ბრძენი ღვთის განგებისა სწამს. განა შესალებელია, არსებობდეს ბედისწერა, როდესაც შემოქმედმა ადამიანი თავის ხატად და მსგავსად შექმნა და თავისუფალი ნებით დააჯილდოვა?! განა შესაძლებელია, არსებობდეს ბედისწერა, რომელიც აღემატება ღვთის წყალობას, მაშინ, როდესაც არ არსებობს ცოდვა, რომელსაც უფალი არ შეუნდობს მონანულს?! ამგვარი მსჯელობით ფატალიზმი ღვთის გმობამდე მიდის!.. ფატალისტს გონია, რომ თითოეული ადამიანის ცხოვრება წინასწარ არის განსაზღვრული და მისგან დამოუკიდებლად ხორციელდება. ასეთი მსჯელობიდან გამომდინარე, საზოგადოებაში სამწუხაროდ ჩამოყალიბდა შემდეგი ანდაზა-გამონათქვამები : ” შენს ბედს ვერსად გაექცევი”,  ” ბედზე ასე ეწერა”,  ” მოსახდენი უნდა მომხდარიყო” და სხვა უამრავი “გამონათქვამი” დამკვიდრდა საზოგადოებაში.

ფატალისტების ლოგიკას რომ მივყვეთ, გამოდის ადამიანს არ გააჩნია თავისუფლება თავად განაგოს ცხოვრება და ასრულებს იმას, რაც მას წინაგანგებულებით აქვს განსაზღვრული. მაშასადამე, არც პასუხისმგებელი უნდა იყოს ადამიანი თავის ცხოვრებაზე, ვინაიდან მას თავისი ნებით კი არ ჩაუდენია ცოდვა, არამედ “განგებამ ასეთი ბედი არგუნა”, მაგრამ სინამდვილეში ეს განა ასეა?!…

ადამიანს უფლისაგან თავისუთალი ნება ებოძა, იგი თავისუფალია თავის არჩევაში, თავად ქმნის საკუთარ ბედს და პასუხს აგებს უფლის წინაშე ყოველ სიტყვაზე, ნაბიჯზე, ქმედებაზე.

ყველაფერს თავისი მიზანი აქვს, ფატალიზმი “ბოროტი, მაცდური” სულის მიერ არის ”შექმნილი”, რადგან აცდუნოს ადამიანი, გამოაცალოს მას სიფხიზლე ცხოვრებაში, როგორც ქრისტიანობის უმთავრესი საყრდენი და გულდამშვიდებულად ამყოფოს ცოდვის მორევში იმის შთაგონებით, რომ მისი მომავალი წინასწარ უფლის მიერაა განსაზღვრული და იგი მაინც ვერაფერს შეცვლის. ამ შეგნების ადამიანები კი ხშირად ამბობენ შემდეგ ფრაზას – “რა ვქნა , ასეთი ბედისა ვარ”, ამ უგუნურებით კი, ვითომ და, ხელ-პირს იბანენ?!…   და გეკითხეებით თქვენ, თუ რა შეიძლება იყოს ამაზე დიდი მკრეხელობა?!

ალბათ, კითხვისას გაგახსენდებოდათ, ჩემ მიერ მოყვანილი ფატალისტური ”გამონათქვამებიდან”, თქვენივე პირით ნათქვამი, ასეთი თუ არა, ამავე შინაარსის, მსგავსი ფატალისტური ფრაზები… ამიტომ საჭიროა დავფიქრდეთ იმაზე თუ რას ვამბობთ და არ ჩავარდეთ სიტყვის გამო მკრეხელობაში. თუმცაღა ასეთი ნათქვამი სიტყვები, მხოლოდ სიტყვები არაა და მას უფრო დიდი, სამწუხარო, შინაარობრიობა ახასიათებს…

და მაინც, არსებობს თუ არა “ბედისწერა”?!

დიახ, არსებობს, თუმცა არა ისეთი სახითა და შინაარსით, როგორსაც ფატალისტი ადამიანები ქმნიან. თუ კარგად დავაკვირდებით თავად სიტყვა ამბობს ყველაფერს…

ცხოვრებაში  დაწერილი  ”ბედისკითხვა”  კი არ ხდება, არამედ დასაწერი  ”ბედისწერა”  მოხდება…

შემოქმედი კი თავად ჩვენ ვართ!…

ლევან აბაზაძე