ბედნიერი??გეტყვი ახლავე…5 წლის რომ გავხდი დედამ სათამაშო თოჯინა მიყიდა,იცი რა მაგარი იყო,თავისი ტანსაცმელიც კი მოჰყვებოდა…ყველგან თან დამქონდა…მაშინ ძაან ბედნიერი ვიყავი ან უბრალოდ ძალიან გახარებული.,რადგან მალე გამიფუჭდა…არ ვიცი…ხო მოიცა…ა გამახსენდა 10 წლის რომ ვიყავი მასწავლებელს ჩემი ნახატი ყველაზე ძალიან მოეწონა და სკოლის დერეფანში გამოაკრა ,მაშინ ძალიან ამაყი ვიყავი და ძალიან ბედნიერი,ან უბრალოდ ძალიან გახარებული…რადგან ეს ნახატი მალევე ჩამოხსნა,არა არც ეს,ა ხოო,15 წლის რომ ვიყავი სკოლაში ყველაზე მაგარ ბიჭს მოვწონდი.ყველა გოგო ჩემზე ეჭვიანობდა იმას კიდე მხოლოდ მე ვუყვარდი…მაშინ ძალიან ბედნიერი ვიყავი…ან უბრალოდ ძალიან გახარებული,რადგან ცოტა ხანში ცოლი მოიყვანა…მოიცა უნდა გამახსენდეს…აი თუნდაც ის როცა უნივერსიტეტში ჩავაბარე,მაშინ ხომ დიდი კონკურსი იყო და მე მოვხვდი,მაშინ ხომ მაინც ვიყავი ბედნიერი…არა,ალბათ უბრალოდ გახარებული რადგან გადასახდელი ფული არ გვქონდა და ვერ დავდიოდი…ბედნიერი დღე ქორწილის დღეა ხოლმე ხო? ძალიან სიმპატიური და შეძლებული ოჯახის იყო,… მაშინ მგონი მე კი არა ჩემი მშობლები იყვნენ ძალიან ბედნიერები რადგან არ მიყვარდა…თითქოს ამით მთელი ამ წლების ამაგი გადავუხადე…ჰმმ…ბედნიერი???იცი პირველად ჩემი შვილი რომ ავიყვანე ხელში მაშინ ვიგრძენი ენით აღუწერელი რამ და თითქოს მივხვდი რისთვის ღირდა ცხოვრება…მაგრამ ალბათ უბრალოდ გახარებული რადგან ავადმყოფი დაიბადა… იცი მივხვდი რომ ბედნიერი მაშინ ვიყავი როცა უბედურად არ ვგრძნობდი თავს…ვერ ვაფასებდი იმ ყველაფერს რაც ჩემს ირგვლივ იყო,მოსიყვარულე მშობლები,მეგობრები,მხიარულება,ახალგაზრდობა…ბედნიერებას ვერ დაინახავ,ვერც დაიჭერ…ის სწორედ იმ ადამიანის გულშია,რომელსაც სწამს რომ ბედნიერება თვითონ უნდა შექმნა.. არაფერს შეუძლია უბედურება შემამთხვიოს თუ არა საკუთარ ჩემს თავს, თუ ვიტანჯები, ეგ მხოლოდ ჩემი საკუთარი თავის ბრალია…ხშირად მიფიქრია,უფალო რისთვის ამდენი ტკივილი…ის კი ჩუმად მპასუხობდა: მე ვარ გზა…თქვენ კი არ მომყვებით და თუ არა ხართ ბედნიერი…ნუ დამადანაშაულებთ ამაში მე…
იცი ახლა ჩემს ცხოვრებას რომ გადავხედე,მივხვდი…ბედნიერება უბრალოდ ჩურჩულით ნათქვამი ფრაზაა,ოღონდ იმდენად ჩურჩულით რომ ხანდახან ვერც ვგრძნობთ…
გამომგზავნის/ავტორის სახელი: თეო