Skip to content
“არსებობს მხოლოდ ორი დღესასწაული: ახალი წელი და ყოველი დღე”.
ჩვენ ძალიან გვიყვარს დღესასწაულები, მაგრამ კიდევ უფრო მეტად ამ დღესასწაულების მილოცვა გვიხარია. ბოლო წლებია, აქტიურად შემოვიდა ის დღესასწაულები მოდაში, რომლებსაც აქამდე არ აღვნიშანვდით. ერთ ერთი მათგანია ვალენტინობა.
მე პირადად, ამ ყველაფერს დადებითად ვუყურებ და ზოგადად დღესასწაულების მიმართ ინერტული ვარ.
თუ ვიღაცას, კარგად ყოფნისთვის დამატებითი თარიღი სჭირდება, რატომაც არა? დაე იყოს, მითუმეტეს, რომ დასავლეთიდან შემოჭრილმა იდეოლოგიამ დიდი ხანია გვასწავლეს, რომ it’s fun… თუმცა ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ როდესაც გიყვარს, ყოველ დღე სიყვარულის უნდა იყოს.” რა საჭიროა ცალკე აღნიშვნა? რა საჭიროა რომელიმე დღესაწაული სიყვარულისთვის? ან თუნდაც საჩუქრისთვის და საყვარელი ადამინისთვის სიურპრიზის გაკეთებისთვის, ყველაფერს ოფიციალური თარიღი რატომ უნდა ჰქონდეს თუ ამის გაკეთება წელიწადის, ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.
სიყვარულო გაძლებასა შენსა…
მიუხედავ ჩვენი ,სულერითიანიობისა”, ყავს ამ დღესასწაულებსაც მოწინაღმდეგენი. სულ რამდენიმე წელია რაც ჩვენთან “შემოვიდა” და თუ ერთმა ნაწილმა ის ვარდების და ბუშტების ყიდვით “აიტაცა”, მეორე ნაწილი გამწარებული ებრძვის ამ ტრადიციას ,როგორც “ანტიეროვნულს” და “დამანგრეველს”. ზოგიერთისთვის რელიგიას ეწინააღმდეგება ზოგისთვის ტრადიციებს და ა. შ. რაში უნდა უშლიდეს ხელს ვალენტინობა ქართულ ტრადიციებს? კი ბატონო, არასოდეს აღვნიშნავდი ამ ვალენტინობას, ისევე, როგორც 8 მარტს და სხვა სულელურ დღესასწაულებს, მაგრამ ჩვენს ეროვნულ მეობას და თვითმყოფადობას რითი უქმნის საფრთხეს არ მესმის. ,,ვალენტნობა” ერთი ლამაზი დღეა, როცა რესტორნების, ყვავილებისა და საჩუქრების გამყიდველების შემოსავლები მნიშვნელოვნად იზრდება.
ქვეყანა კი არა, საგიჟეა!
მითი თუ რელობა როგორც ვიკიპედია გვამცნობს, არსებობს რამდენიმე ცნობა, სხვა და სხვა ქრისტიან (კათოლიკე) მღვდელზე, რომლებსაც ვალენტინი ერქვათ. თუმცა აქედან რაიმე “რომანტიული” არც ერთს გადახდენია. არსებობს ლეგენდა, რომ რომაელი იმპერატორი კლაუდიუსი, არ რთავდა ახალგაზრდა ბიჭებს ცოლის მოყვანის უფლებას, ვინაიდან ის თვლიდა, რომ ცოლიანი მამაკაცი, უფრო ცუდი მებრძოლია, ვიდრე უცოლო. ამ მძიმე პერიოდში, ვინმე ვალენტინი, ჩუმად სწერდა ჯვარს წყვილებს. ის საბოლოოდ ამისთვის სიკვდილით დასაჯეს. კიდევ ამბობენ, რომ ამ მღვდელმა, სიკვდილით დასჯამდე, თავისი ზედამხედველის ბრმა ქალიშვილს აუხილა თვალი. აი, ასეთი ლეგენდაა.
ჩვენი დღესასწაულების გარკვეული ნაწილი ორია და რა გასაკვირი ერთი – ორი თუ არაჩვენებული დღესასწაული შემოიპარება ქვეყანაში: გვაქვს ორი გიორგობა, ორი მარიამობა, ორი ახალი წელი, ორი ბედობა, სიყვარულის-ქალთა ორი დღე და რა თქმა უნდა, ორი თირკმელი, ამ ორ–ორი დღესასწაულის “გადასატანად.”
ვალენტინი სულაც არ იყო წმინდანი ყოველ შემთხვევაში მართლმადიდებლური სამყაროსათვის…. და ეს ,,დღესასწაული” სასოწარკვეთილი დიასახლისების და უქნარა ”ბიჭუნების ” მოგონილია ჩემი აზრით.
მხოლოდ საქართველოში შეიძლება ასეთი რეაქცია მოყვეს ამ დღესასწაულებს თორემ BTW – ბრიტანელები 300 მილიონ ფუნტზე მეტს ხარჯავენ ამ, დღეს საჩუქრებზე და რა პრობლემაა შენთვის .,,სანუკვარს” უთხრა, რომ არ აღიარებ და მიუხედავად ამისა, მაინც აჩუქო ეს 20 ლარიანი (ფასის დასახელების გარეშე) ყვავილები.. ხომ ხედავ სულ ცოტაა საჭირო გმირობისათვის (შეყვარებულის
თვალში მაინც).
ეგეც თქვენ ვალენტინობა.!!!……
პირადად მე ყოველთვის მავიწყდება დაბადების დღეები და ამდაგვარი დღესასწაილები, ჩემთვის
ყოველთვის ახალიწელია, მილოცვა კი ან მავიწყდება ან მაგრად მეზარება, გულით იშვითად თუ
ვინმეს მივულოცო და რა საჭიროა ზედმეტი აფერისტობა?!
დღის წესრიგში კი განსახილველი საკითხი წამოიჭრა:
გულწრფელად აღვნიშნავთ, გააზრებული და გათვითცნობიერებული გვაქვს ამ დღის სიდღესასწაულე, თუ უბრალოდ ტენდენციას მივყვებით, რომ უაზრო აღფრთოვანებით მივულოცოთ ერთმანეთს?
და ბოლოს… რა ჯანდაბა გჭირთ, ხალხო?
იმათთვის ვისაც ჯერა ამ ყველაფრის და იმათთვისაც ვინც ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ შეიყვარა ეს დღე ( რაც ნანკლებად დასაჯერებელია) მაგრამ მაინც მინდა ვთქვა, რომ სიყვარული მაგარი უცნაური გ რძობაა, ბოლომდე ირაციონალური და აუხსნელი. დღემდე ვერ გამიგია, რატომ ვხარჯავ მასზე ფიქრში ამდენ დროს, რატომ შემიძლია მისთვის უანგაროდ დავთმო ყველაფერი და სანაცვლოდ სარგებლის მიღების სურვილი არ გამიჩნდეს. მოკლედ ნარკოტიკული დაავადებაა სიყვარული და მკურნალობას
საჭიროებს….
 გამომგზავნი/ავტორი:ნინი ფარფალია