მშვიდი საღამო, ჩამავალი მზე, მუსიკა, ნიავი თმაში რომ გეპარება და ფიქრებს გირევს, “სიმშვიდე” მხოლოდ სიტყვა რომელიც წარმოთქმისთანავე ქრება და სადღაც იფნატება… ბავშვები… უამრავი ბავშვები…როლიკები… ხედავ როგორ დაქრიან, თავისუფლება… თვისუფალი…. “პატარა ადამიანები”..
თვალებს ხუჭავს, ცდილობ წამოიდგინო, შენ ხედავ… შენც ბავშვი იყავი.. თავისუფალი…. ბავშვი… ბავშვურად ხედავდი…ფიქრობდი… ბავშვურად გრძნობდი… შენ ” პატარა ადამიანი” იყავი.. ბავშვურად გიხაროდა შენც ერთ დროს, როლიკებზე დგომა ზურგს უკან ხელს, რომ გკრავდნენ თითქოს ცისკენ მიქროდი….ცდილობდი ვინმე გაგეჯავრებინა რომ ეს კიდევ ერთხელ გაეკეთებინა..
ხედავ როგორ ინთება ლამპიონი ქუჩის ბოლოში , ქუჩაც ჩაბნელდა.. ღამის წყვდიადი დგება, ეხლა სხვა ფიქრები გაქვს, გახსენდება როგორ გეძახდა დედა, მამა კი საყვედურობდა ბავშვია ცოტაც დააცადეო.. ეხლა სხვა განზომილებაში ხარ, ნოსტალგიის მეტი არაფერი შემოგრჩა.. თითქოს ბავშვი არც ყოფილხარ, მოხუცი ქალი და კაციც გამოჩნდა, ამ ქუჩას თითქმის ყოველ საღამოს მიუყვებიან და ქუჩის ბოლოში ლამპიონის შუქს ეფარებიან… ასე იყო ჩემ ბავშვობაშიც..ერთხელაც როცა ამ მომენტს ველოდი,იმედი გამიცრუვდა…
ველოდი როდის ჩამოივლიდნენ… მინდოდა კიდევ ერთხელ დამენახა…
მთელი ბავშობა ვფიქრობდი სად უჩინარდებოდნენ ადამიანები,მაგრამ ამაზე არავინ მპასუხობდა სანამ ჩემი თვალით არ ვნახე როგორ დააყარეს ჩემ საყვარელ მოხუცს მიწა… ის პირველი იყო.. მახსოვს დედა როგორ მექაჩებოდა, უნდოდა ამის ხილვისგან დავეცავი… ბავშვი ვიყავი ვერაფერს მივხვდი მერე დიდხანს ვადანაშაულებდი ყველას… დიდხანს ვერ ვივიწყებდი და ძილისწინ ამაზე ბევრს ვფიქრობდი სანამ არ გავიზარდე და თავად არ ვუპოვე კითხვებს პასუხები.. მერე თავად დავიწყე ყველაფრის ახსნა მათთვის ვინც ბავშვად მთვლიდა..
გამომგზავნი/ავტორი: ნინო კვირიკაშვილი