ერთ დღეს მისტერ შოაფმა მითხრა: “ჯიმ,თუ გსურს გახდე მდიდარი და ბედნიერი შემდეგი გაკვეთილი უნდა გაითავისო: ეცადე სამსახურზე მეტი დრო საკუთარ პიროვნულ განვითარებას დაუთმო.
ამ დღის შემდეგ გაცილებით მეტ დროს ვუთმობდი პიროვნულ განვითარებას და შემიძლია თამამად ვთქვა,რომ ეს ყველაზე დიდი გამოწვევა იყო ჩემს ცხოვრებაში. ადამიანი მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა ვითარდებოდეს.” – მოგვითხრობს ჯიმ რონი (ცნობილი მოტივაციური მრჩეველი,ბიზნეს ტრენერი, ორატორი და მწერალი).
რა უფრო მნიშვნელოვანია: “რას მიაღწევთ? თუ ვინ გახდებით მისი მიღწევის შემდეგ?”. დაუსვათ საკუთარ თავს კითხვა: “ვინ შეიძლება გავხდე?” ნაცვლად კითხვისა : “რას შეიძლება მივაღწიო”. გახდე და მიაღწიო სიამის ტყუპებს მაგონებს: ვინ გახდებით უშუალო კავშირშია იმასთან, თუ რას მიაღწევთ. ვინ ვარ დღეს განაპირობებს,იმას თუ რა მაქვს დღეს – იფიქრეთ ამაზე…
აღმოვაჩინე,რომ შემოსავლების ზრდა პიროვნული განვითარების პროპორციულია. შესაძლოა, შემოსავალი იღბლის წყალობით მიიღოთ, მაგრამ თუ მის სწორად გამოყენებას არ ისწავლით დიდხანს ვერ შეინარჩუნებთ მიღწეულ მდგომარეობას.
როგორც ერთი ძალიან მდიდარი ადამიანი ამბობდა: “თუ ავიღებთ და მთელი მსოფლიოს ფულს თანაბრად გავანაწილებთ ყველა ინდივიდზე, მალე ეს ფული ისევ ძველ ჯიბეებს დაუბრუნდება”.
ძნელია შეინარჩუნოთ ის,რისთვისაც პიროვნული განვითარების გზით არ მიგიღწევიათ. დაიმახსოვრეთ ცხოვრების უდიდესი აქსიომა:
თუ გსურთ იმაზე მეტი,ვიდრე გაქვთ – გახდით იმაზე ძლიერი, ვიდრე ხართ…