ჭიანჭველებს, გასაოცარი, 4 პრინციპისაგან შემდგარი ფილოსოფია აქვთ.
პირველი: ჭიანჭველები არასოდეს ნებდებიან. თუ წინაღობას შეუქმნით შეეცდებიან სხვა გზა იპოვნონ.ან ზევით აძვრებიან,ან ქვეშ გამონახავენ გზას, მაგრამ აუცილებლად გააგრძელებენ გზას. მათი ფილოსოფიაა: “არასოდეს შეწყვიტოთ წინსვლა იმის მისაღებად, რაც გსურთ.”
მეორე: ჭიანჭველები მთელი ზაფხულის განმავლობაში ზამთრისათვის ემზადებიან. “ბრიყვია ის ვინც ფიქრობს, რომ მუდამ ზაფხული იქნება.” ერთი უძველესი ისტორია შთაგვაგონებს,რომ მდინარის პირას სახლი არ უნდა ავაგოთ,რადგან იქ წყალდიდობის დიდი საშიშროებაა.იყავით წინდახედული და იფიქრეთ შედეგებზე…
მესამე: ჭიანჭველები ზამთარშიც ზაფხულზე ფიქრობენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი ახსენებენ თავიანთ თავს,რომ “ზამთარი” დიდხანს არ გაგრძელდება. ეს იმედს, პოზიტიურობას უნარჩუნებს ცივ ცხოვრებას და ჭიანჭველებიც მოთმინებით ელოდებიან პირველ “მზიან დღეს”.
და მეოთხე: თქვენი აზრით, დაახლოებით, რა ოდენობის სარჩოს მოიმარაგებენ ჭიანჭველები ზამთრისათვის? იმდენს რამდენიც შეუძლიათ.
არასოდეს დანებდეთ, იყავით წინდახედული და პოზიტიური და გააკეთეთ ყველაფერი, რაც შეგიძლიათ..
ავტორი: ჯიმ რონი; თარგმანი: 4motivi.com