1. ვინც ბევრსა ფიქრობს იმაზე — სიკეთე ვქნაო, დრო აღარ ყოფნის, კეთილი იყოს.
2. ჩიტები ფიქრობენ, რომ სიკეთეა მისცე თევზს ფრთები ცაში ასაფრენად.
3. სიყვარული დაუსრულებელი საიდუმლოა, რადგან არ არსებობს მიზეზი, რომელსაც მისი ახსნა შეუძლია.
4. ადამიანის ცხოვრების სიძნელეთა დაძლევის საფუძველი კარგი განათლებაა.
5. არხებს უყვართ ფიქრი, რომ მდინარეები მათთვის წყლის მოსამარაგებლად არსებობენ.
6. თუ იმის გამო იტირებთ, რომ მზე თქვენი ცხოვრების თვალსაწიერს მიეფარა, ცრემლები ვარსკვლავების დანახვაში ხელს შეგიშლიან.
7. მე მეძინა და მესიზმრა, რომ ცხოვრება ბედნიერებაა. გავიღვიძე და მივხვდი, რომ ცხოვრება ვალია. მე დავიწყე შრომა და მივხვდი, რომ ვალი — ეს ბედნიერებაა.
8. ვისაც სურს აკეთოს კარგი იგი კარზე აკაკუნებს. ვისაც უყვარს მისთვის კარი მუდამ ღიაა.
9. იგი, რაც შენ ხარ — მას შენ ვერა სჭვრეტ. მას, რასაც ხედავ — შენი ჩრდილია.
10. ძალზედ მარტივია იყო ბედნიერი, თუმცა ძალიან რთულია იყო მარტივი.