ბრაზილიაში სიმსივნით დაავადებული ბავშვების განწყობის ასამაღლებლად შეიქმნა სათამაშო დათუნია, რომელიც მათ საყვარელ ადამიანებთან კონტაქტს უადვილებს. დათუნიაში, რომლის სახელია Elo, დამონტაჟებულია Whatapp-ის აპლიკაცია და დინამიკი. მისი საშუალებით ახლობლებსა და საყვარელ ადამიანებს, შეუძლიათ ხმოვანი მესიჯი გაუგზავნონ კიბოთი დაავადებულ ბავშვებს.
Elo-ს შესახებ შეიქმნა ვიდეო-რგოლი, რომელმაც კანის ფესტივალზე ოქროს ლომი დაიმსახურა.