– მას შემდეგ სამი წელი გავიდა, სამი უგრძესი წელიწადი. წარბი შეკრა,თავი დახარა.
– რატომ იყო უგრძესი?
– რაღაცნაირად გაიწელა,თითქოს დროსაც უმძიმდა წასვლა, ან მე დამცინოდა…
– რას შეცვლიდით ამ სამ წელიწადში?
– მხოლოდ ლოდინს, დიახ, ლოდინს!
– ვის ან რას ელოდით? მინდორს გახედა,თითქოს იმ სამმა წელმა ხელახლა გაიარა..
– ველოდებოდი რწმენას ! თქვა და თავი მაღლა ასწია.
– და რატომ დღახართ ჭიშკარში? ჩაისუნთქა, შემდეგ განაგრძო:
– ბნელოდა,როცა ის სახლიდან გავიდა… გასვლის წინ შემოტრიალდა, ბავშვი გადაკოცნა და გავიდა. მივხვდი,რომ ძნელად დათმო ბავშვი, ისიც შევამჩნიე,რომ გავიდა,შემომხედა და გაიღიმა,მანქანაში ჩაჯდა და წავიდა.
– სად წავიდა?
– ასე თქვა, იქ, სადაც თავისუფლება არისო..
– და სად არის თავისუფლება?
– ალბათ, ღმერთთან… მხრები აიჩეჩა, თვალზე გამობრწყინდა ცრემლი.
– რომ მოვიდეს რას ეტყვით?
– დრო, რომ არ არის მკურნალი…
– მაშ რა არის მკურნალი?
– რწმენა!
– თავისუფლებაში ნაპოვნი რწმენა ? ანაზნად გაიღიმა… სასიამოვნოდ შეუსრიალდა ქარი თმებში…
– ვერ დავამრცხე !
– რა?
– დრო,რომელიც გაიწელა და დრო,რომელმაც მაჯობა…
– რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენნაირად ელოდებიან?
– ნუ დაელოდებიან დროს,არამედ გავიდნენ და იარონ ქუჩაში, ვიდრე არ იპოვიან ცისარტყელას… !
– თქვენ ვერ იპოვეთ?
– ვერა, მონობაში ვერ ვიპოვე თავისუფლება…
– რისი იმედი გაქვთ? შემომხედა,თვალები გაუბრწყინდა, კვლავ გახედა სივრცეს…
– რომ შემხვდება ცისარტყელა !
გამომგზავნი/ავტორი: ეკატერინე ჩიქოვანი