Skip to content

ორი უმნიშვნელოვანესი არჩევანი

ცხოვრებაში ყველა ჩვენგანი დგება ორი უმნიშვნელოვანესი არჩევნის წინაშე. პირველი ესაა გახდე იმაზე სუსტი, ვიდრე შეგეძლო ყოფილიყავი. გქონდეს ნაკლები, გამოიმუშაო ნაკლები, იკითხო და იფიქრო ნაკლები. ეცადო ნაკლებს და ნაკლებად მოახდინო საკუთარი თავის მოტივირება.
ასეთ გადაწყვეტილებებს წარუმატებელი ცხოვრებისაკენ მივყავართ – მუდმივი იმედგაცრუებისაკენ მოლოდინის გამართლების ნაცვლად.
და რა არის მეორე არჩევანი? მოიქცე პირიქით. გახდე ისეთი ადამიანი,როგორიც შეგეძლო ყოფილიყავი. წაიკითხო ყველა წიგნი,რომელიც შეგეძლო წაგეკითხა, გამოიმუშაო იმდენი რამდენიც გსურდა გქონოდა, გასცე იმდენი რამდენიც შეგიძლია, იბრძოლო,სცადო და მიაღწიო შედეგს, რომელზეც ოცნებობდი – გახდე წარმატებული და ბედნიერი. ყველას გვაქვს ასეთი არჩევანი.
ყოფნა თუ არ ყოფნა. გაკეთება, თუ არ გაკეთება.ან ყველაფერი, ან საერთოდ არაფერი.
რატომ არ ვაკეთებთ ყველაფერს? რატომ არ ვიყენებთ ყოველ წამს ?
ცხოვრების მიზანი პოტენციალისა და სურვილების შეთანხმებით უნდა განისაზღვროს. გახსოვდეთ, რაც უფრო დაბალ მიზანს დაისახავთ მით უფრო უარეს შედეგებს მიიღებთ.
შედეგი კი ადამიანის პროგრესის საუკეთესო მაჩვენებელია.
შეწყვიტეთ საუბარი, ახსნა განმარტება და თავის მართლება. თქვენ ეს არ გჭირდებათ. თქვენი ერთადერთი საჭიროება – შედეგია! და თუ დღეს თქვენი შედეგები თქვენს პოტენციალზე ნაკლებია, მაშინ ეცადეთ გახდეთ იმაზე უკეთესი, ვიდრე გუშინ იყავით .
ყველაზე დიდი საჩუქარი ელოდება მას, ვისაც მიღწეული შედეგებით საკუთარი თავისა და საზოგადოებისათვის სარგებლობა მოაქვს…
ჯიმ რონი;თარგმანი: 4motivi.com