როგორ გგონიათ როგორ უნდა იმოძრაოს ავტომანაქნამ გზაჯვარდენინზე, თუკი ყველა კუთხეში ნიშანი კიდია “სდექ ” გავლა აკრძალულია, როგორ გააგრძელებ მოძრაობას თუკი შენ თავს ყველგან აუკრძალავ მოძრაობას, შენს ტვინშიც ასე ხდება თუკი ყველა აკრძალვას დაუდებ მას… რა მოხდება ? ჩაიკეტები საკუთარ თავში, გამოსავალს ვეღარ იპოვი, სად უნდა წახვიდე? ეკითხები შენს თავს ლოგიკურია არა? ყველგან აკრძალვის ნიშანია, საწყალი ჩვენი თავი წარმოგიდგენიათ რა მტანჯველები ვართ საკუთარი თავების..
შემდეგ დაიწყება მოგზაურობა “დიდ დეპრესიაში”, ამას მოჰყვება თქვენი ჯანმრთელობის განადგურება… რეზულტატი: ხდები ავადმყოფი, ან დამოკიდებული ალკოჰოლზე ან ნარკოტიკზე და კიდევ ვინ იცის რას მოიფიქრებს ადამიანი “დეპრესიის მოქალაქეობის დროს” შემდეგ ჯაჭურის რეაქციის წყალობით თუ ინფექციური დაავადების სიმპტომივით ყველაზე გადადის შენი აკრძალვის დაავადება: ოჯახის წევრებზე, სამსახურში, ქუჩაში და არასწორი ენერგიის გაცვლის შედეგად ვღებულობთ ნეგატიურ განწყობას, ნეგატიურ ურთიერთობებს, რომელსაც კარგი არაფერი მოქავს თქვენთვის..
ახლა იკითხავთ საიდან მოდის ეს ამკრძალავი ნიშნები, საიდან? აქაც ჩაკეტილი წრეა .. საიდან და ჩვენი ბავშობიდან, მოძველებული ტრადიციებიდან, ვიღაცის ძალით თუ ნებით თავსმოხვეული დადგენილი ცხოვრებისეული წესებიდან. ახლა ალბათ მიხვდით, საიდან მოვიდა თქვენში ესა თუ ის აკრძალვა… ეს თქვენი ბლოკია წარმატების სავალგზაზე..
ახლა ხომ უკვე დიდი ხარ… გაანალიზე რას ნიშნავს შენთვის ესა თუ ის აკრძალვა, მართლაც ასე საშიშია შენთვის? თუ ვიღაცის თავს მოხვეული შეხედულება, გაანალიზე შენ ხომ ეს შეგიძლია, ნელ-ნელა მოხსენი ეს მოძრაობის ნიშანი ან შეცვალე პოზიტიური ნიშნით დაინახავ, რომ ცვლილება კიდევ სხვა ნიშანს მოგახსნებინებს და ამ ნიშნების მიღმა იმალება ჩვენი ნამდვილი ბუნება. ბედნიერი და თავისუფალი ცხოვრების ჰაერი, რომელიც უნდა შეისუნთქო და ფილტვებიდან შვებით თავისუფლება ამოისუნთქო.
დაბადეთ თქვენს თავში ახალი ადამიანი, რომელასაც სირთულეების დაძლევის აღარ ეშინია. თქვენ ხომ შეიარაღებული ხართ იმ ინსტრუმენტით, რასაც გონების თავისუფლება ჰქვია, წარმატება ჩვენშია, წარუმატებლობა მოცემული გაკვეთილებია, რომელსაც მეცადინეობა სჭირდება..
გამახსენდა ჩემი ქართულის მასწავლებელი, როდესაც ვინმე გაკვეთილს არ მოამზადებდა ასე ამბობდა: “იური გაგარინმა კოსმოსი დაიპყრო და შენ წიგნის ორი გვერდია ვერ დაგიპყრიათო”, დაიპყარით საკუთარი შეცდომების გაკვეთილები სწორედ ამაში დევს თქვენი წარმატების მარცვალი, ან ძაფის წვერი ანდა გასაღები, რაც გინდათ ის დაარქვით..