Skip to content

განავითარე შენი უნარები

ყოველი ინდივიდი ცალკეული მისიით იბადება. ნებისმიერ ჩვენგანს აქვს საჭირო უნარების ნაკრები, რომელთა განვითარების შემთხვევაში აუცილებლად მიაღწევს დასახულ მიზანს.

გამომდინარე იქედან , რომ ადამიანები არ გვანან ერთმანეთს შესაბამისად მათი უნარებიც რამდენადმე განსხვავებულია და თუ გვსურს მივიღოთ მაქსიმუმი საკუთარი თავისაგან, საჭიროა შევინარჩუნოთ ინდივიდუალიზმი და მეტიც, განვავითაროთ იგი მაქსიმუმამდე.

არავინ ამბობს, რომ წარმატებისკენ მიმავალი გზა ადვილად გასავლელია, თუმცა შეუძლებელიც არაფერია. ყველაფერი შეიძლება გამარტივდეს თუ კი მას ცალკეულ ელემენტებად დავშლით და ამით მეტად თვალსაჩინოდ წარმოვაჩენთ.

თუ ისტორიას გადავხედავთ აღმოვაჩენთ, ის რაც ერთ დროს სასწაულად აღიქმებოდა დღესდღეობით უბრალო ცხოვრებისეული მოვლენაა, ხოლო ამ მოვლენის ახსნა ისევ და ისევ ჩვენნაირმა ადამიანებმა შეძლეს.

ყოველდღიური რუტინა ზოგჯერ ისე ღრმად წამლავს გონებას, რომ ჩვენი წარმოსახვითი სამყარო ჩაკეტილ სივრცედ გადაიქცევა და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება თითქოს მას ვერასდროს გავარღვევთ.

დიახ ჩვენ ვიღლებით თუმცა ეს არ არის საფუძველი, მოდუნებისთვის, დანებებისთვის და დათმობისთვის. ცხოვრებასთან ჭიდილი,რაც ასე უმოწყალოდ გაცლით ენერგიას, მხოლოდ და მხოლოდ საშუალებაა ისწავლო, როგორ გახდე უფრო მეტად ძლიერი, რადგან ხვალ როდესაც მიზანი მოახლოვდება მოგიწევს მოუხმო გამოცდილებას და იბრძოლო გადამწყვეტ რაუნდში უკანასკნელ სისხლის წვეთამდე.

გამოგზავნი/ავტორი: გური ბურჭულაძე