Skip to content

ლეგენდები: ენდრიუ კარნეგი

თქვენც აუცილებლად უნდა იცოდეთ მათ შესახებ, თუ მტკიცედ გადაგიწყვეტიათ, რომ წარმატებას მიაღწიოთ ცხოვრებაში !
ენდრიუ კარნეგი
მას ,,ამერიკული ფოლადის მამა“-ს უწოდებდნენ. დაარსა ფოლადგადამამუშავებელი ქარხანა ,,კარნეგი – სტილი“. და სიცოცხლის ბოლოს მისი პირადი კაპიტალი 480 მილიონ ამერიკულ დოლარს (იმ დროისათვის უზარმაზარი ქონება) შეადგენდა. მეწარმე, ბიზნესმენი და ქვემოქმედი, აი ვინ იყო ენდრიუ კარნეგი.
იყო კი მისი წარმატება ის, რომ 480 მილიონი ამერიკული დოლარი დააგროვა? იგი ასე არ ფიქრობდა და არც მე ვფიქრობ ამას. მოდით მივყვეთ და მის ცხოვრებას და განვიხილოთ.
მისი მიზანი
როდესაც კარნეგი გარდაიცვალა მის ნივთებში იპოვეს თავისი ბავშვობის დღიური, სადაც ეწერა:
„ვაპირებ ჩემი ცხოვრების პირველი ნახევარი სიმდიდრის დაგროვებას მოვახმარო, ხოლო მეორე ნახევარი კი მის დარიგებას“..
მისი წარმატება
ალბათ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ კარნეგს ფოლადის წარმოებისა არაფერი გაეგებოდა. მის ქარხანაში რიგითმა მუშამაც კი უფრო მეტი იცოდა ვიდრე მან…
მის საფლავზე აწერია :
,,აქ განისვენებს ადამიანი, რომელსაც შეეძლო ირგვლივ თავისზე ჭკვიანი ადამიანები შემოეკრიბა“. ვფიქრობ, რომ სწორედ ამ სიტყვებში იმალება მისი ნამდვილი წარმატების საიდუმლოება…
მისი წარმატების საიდუმლო
ნაპოლეონ ჰილი იხსენებს :
“ერთხელ მისტერ კარნეგისაგან ინტერვიუს ვიღებდი, რადგან ვაპირებდი, რომ მის შესახებ დამეწერა. ინტერვიუს დროს ვკითხე მას, თუ რაში მდგომარეობდა მისი წარმატების საიდუმლო. იგი დამაკვირდა და გაბრწყინებული თვალებით მკითხა: ახალგაზრდავ სანამ თქვენს კითხვას ვუპასუხებდე, ხომ ვერ განმისაზღვრავდით სიტყვა ,,წარმატების“ მნიშვნელობას?
ცოტა ხნის დაყოვნების შესახებ, როდესაც შემატყო, რომ საკმაოდ დამაბნეველი იყო ეს კითხვა ჩემთვის , გააგრძელა :
,,წარმატებაში თქვენ ჩემი ფული იგულისხმეთ, არა? სამწუხაროა, რომ წარმატებას ბევრი ადამიანი სწორედ ფულით ზომავს… მაშ რა გაეწყობა, თქვენ გსურთ გითხრათ, თუ როგორ მოვიპოვე ამდენი ფული… დაფიქრდა…
კარგით თუ ეს არის ის, რასაც თქვენ წარმატებას უწოდებთ გეტყვით :
მე იმ წარმატებას რამაც ამდენი ფული მომიტანა, ვუწოდებ ორგანიზებულ და მიზანმიმართულ ძალას, რომელიც შედგებოდა რამოდენიმე ათეული ადამიანის, ჩემი დამხმარეების, მმართველების, ბუღალტრების, ქიმიკოსების და სხვა სპეციალისტების ტვინებისაგან..
თვითონ ნაპოლეონ ჰილიც კი წერს, რომ მან იმ წუთას ვერ გაიაზრა, თუ რას გულისხმობდა ენდრიუ კარნეგი ზუსტად. ალბათ ამის შემდეგ არც იქნება სირცხვილი, თუ მეც ვაღიარებ , რომ ვერ მივხვდი ამას, როდესაც ეს ინტერვიუ პირველად წავიკითხე.
კარნეგისათვის წარმატება ის კი არ იყო, რომ 480 მილიონი დოლარი დააგროვა, არამედ ის, რომ მან მოახერხა ამდენი ჭკვიანი ადამიანის, ერთ უძლიერეს გუნდად შეკრება იმისათვის, რომ თავისი ცხოვრების უმთავრესი მიზანი სისრულეში მოეყვანა…
P.S “წარმატება მიღებული სიმდიდრით, ფულით ანდა მატერიალური ფასეულობით კი არ იზომება, არამედ იმით, თუ სად დაიწყეთ და სად დაასრულეთ, ვინ იყავით და ვინ გახდით, რა შექმენით და რა კვალი დატოვეთ” – 4motivi.com