Skip to content

ლეგენდები: ზიგ ზიგლერი

ლეგენდები: თქვენც აუცილებლად უნდა იცოდეთ მას შესახებ, თუ მტკიცედ გადაგიწყვეტიათ,რომ წარმატებას მიაღწიოთ ცხოვრებაში.
ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი,რომელსაც იმდენი დადებითი ზეგავლენა მოეხდინოს ადამიანებზე, როგორც მას. ზიგ ზიგლერი, როგორც მოტივაციური მრჩეველი,ორატორი, გაყიდვების ტრენერი და მწერალი მილიონობით ადამიანს დაეხმარა ცხოვრების უკეთესობისაკენ შეცვლაში.
მიზანი
არც ისე კარგი დასაწყისის შემდეგ ზიგლერმა წარმატებული კარიერა ააწყო გაყიდვებში და მიზნად დაისახა,რომ სხვა ადამიანებისასთვის დახმარების გაწევით მიეღწია დიდი წარმატებისათვის. წარმატებით შეითავსა მოტივაციური მრჩეველისა და ორატორის როლი და ხალხისთვის პოზიტიური აზროვნებისა და მიზნის მიღწევის პრინციპების სწავლებას შეუდგა.
წარმატების ფორმულა
ზიგლერი ხაზს უსვამს,რომ პოზიტიური ფიქრები და პიროვნული განვითარება განაპირობებს ადამიანის წარმატებას ცხოვრებაში. “პოზიტიურ აზროვნებას არ შეუძლია ყველაფერი შეგვაძლებინოს, მაგრამ დამერწმუნეთ,რომ იმაზე უკეთეს შედეგს მოგიტანთ, ვიდრე ნეგატიური”. – გვეუბნება ზიგლერი.
“წარმატება საქმისთვის თავის მიძღვნასა და მძიმე შრომას მოითხოვს. და თუ ამას დავუმატებთ, მის მისაღწევად საჭირო თვისებებსა და პოზიტიურ აზროვნებას იგი გარდაუვალი იქნება” – გვარწმუნებს იგი.
დაბალანსებული ცხოვრება
წარმატება არაა მიიღო რაიმე შენი ცხოვრების რომელიმე ნაწილში, იგი ნიშნავს დაბალანსებულ ცხოვრებას – ნიშნავს მიაღწიო წარმატებას მის ყველა სფეროში. ზიგლერი ერთ–ერთი ლექციის დროს სვამს კითხვებს:
თუ მილიონ დოლარს ვიშოვნი, მაგრამ ამ პროცესში ჩემს ჯანრმთელობას გავინადგურებ, არის ეს წარმატება?
თუ წარმატებული ბიზნესმენი გავხდები, მაგრამ ოჯახს დავკარგავ, ეს წარმატებაა?
თუ მდიდარი გავხდი ჩემი ღირებულებებისა და წმენის დაკარგვის ხარჯზე, წარმატებას მივაღწიე?
მოსალოდნელი პასუხი ყველა კითხვაზე “არაა”. ზიგლერი მიიჩნევს,რომ წარმატებას მხოლოდ ერთი მხრივ და სწორხაზოვნად არ უნდა შევხედოთ.
ამ სტატიის დასრულების შემდეგ გირჩევთ წაიკითხოთ: “ზიგ ზიგლერი: დამოკიდებულება ცვლის ცხოვრებას”
შეხედულება მიზნებზე
წლების განმავლობაში ზიგლერი შემდეგი პრინციპით ცხოვრობდა: “თქვენ შეძლებთ მიიღოთ ყველაფერი ცხოვრებაში, თუ დაეხმარებით სხვა ადამიანების იმის მიღებაში,რაც სურთ”.
მაგრამ რა სურთ ადამიანებს? თქვენ რა გსურთ? იმის განსაზღვრა თუ რა გვსურს სინამდვილეში, მიზნის მიღწევისაკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.
ზიგლერის აზრით არსებობს 8 მოთხოვნილება,რომელიც ადამიანს აქვს:
ადამიანს სურს: კეთილდღეობა,ბედნიერება,სიყვარული, ჯანრმთელობა, სიმშვიდე, კარგი მეგობრები, ბედნიერი ოჯახური გარემო და იმედი. თუ ყველა ზემოთჩამოთვილ მოთხოვნილებას დავიკმაყოფილებთ მაშინ შევძლებთ, ვისიამოვნოთ ცხოვრებით.
“მიზნები გვაძლევენ მიმართულებას და მნიშვნელობას ანიჭებენ ჩვენს ცხოვრებას. მათ გარეშე დრო მუდამ უსარგებლოდ გადის. ადამიანები ხშირად უჩივიან დროის ნაკლებობას არადა სინამდვილეში მიზნებისა და მიმართულებების ნაკლებობაა პრომლემა” – გვეუბნება ზიგლერი თავის წიგნში ” შევხდებით მწვერვალზე”. “დრო შეიძლება მოკავშირეც იყოს და მტერიც. და რომელი გახდება დამოკიდებულია ჩვენს მიზნებზე, ჩვენს მიზანსწრაფულობაზე და პასუხიმგელობის გრძნობაზე,რომ გამოვიყენოთ ყოველი წუთი ჩვენს სასარგებლოდ.”
ზიგლერი წლების განმავლობაში ეხმარებოდა ადამიანებს იმის მიღებაში, რაც სურდათ და სწორედ ამ გზით მიაღწია წარმატებას…