დაუბრუნდით შინაგან ღირებულებებს
ბოლო ასწლეულში, ადამიანები მხოლოდ მაშინ ლოცულობენ, როცა განსაცდელში არიან. მიუხედავად განსხვავებული ფილოსოფიური სწავლებებისა და ლოცვებისა, რომლებიც სიყვარულის, მიტევებისა და ტოლერანტობის შესახებ მიგვითითებენ. ტექნოლოგიები განვითარდა და იმ სურვილთა ნაწილი, რომელთა ასრულებას ადამიანები ლოცვის საშუალებით იმედოვნებდნენ, დღეს ტექნოლოგიათა საშუალებით მიიღწევა. ვფიქრობ, ამიტომაც გახდნენ ჩვენი საუკუნის ადამიანები მატერიალურ ღირებულებებზე მეტად დამოკიდებულნი. ზოგ ადამიანს უფულობა არ აწუხებს, მაგრამ ბედნიერი მაინც არ არის. მას შინაგანი მარტოობა სტანჯავს, რაც აიძულებს იფიქროს რა აკლია და შედეგად შინაგანი ღირებულებებითაც ინტერესდება.
იყავით თანაგრძნობით გამსჭვალული
ერთმანეთზე ზრუნვის სურვილი ჩვენს სისხლშია, თუმცა დღეს ეს ხშირად გვავიწყდება.თანაგრძნობა და სხვაზე ზრუნვა გონების სიმშვიდეს გვანიჭებს, რაც ჯანსაღი სულიერი ცხოვრების განმსაზღვრელი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
გამორთეთ ტელევიზორი
თითქმის 20 წელიწადია ტელევიზორისთვის არ შემიხედავს. არც ჩემს თვალებს უხდება და ტყუილად დროის ფლანგვაა.
ნუ გახდებით ტექნოლოგიებზე დამოკიდებულნი
დაფიქრდით, რამდენად კარგად იყენებთ მათ. ჩვენ ტექნოლოგიების გამომგონებლები ვართ, თუმცა თუ მათი მონები ვხდებით, ეს არც ისე კარგის ნიშანია.
სწორად გამოიყენეთ ფული
ფული არ განსაზღვრავს ბედნიერებას. მე შევხვედრივარ ძალიან მდიდარ კაცს, თუმცა როგორც ადამიანი ძალიან უბედური იყო. მას წარმატებულს ვერ ვუწოდებ. ზოგი ადამიანი ფულს ფუფუნების საგნებში ხარჯავს, ეს არც ისე კარგი იდეაა. ფული განათლებაში, ჯანმრთელობასა და ქველმოქმედებაში უნდა დახარჯოთ, ეს მისი გამოყენების სწორი გზაა.
თბილი გული+მახვილი გონება= ბედნიერებას
თბილი გული მეტ შინაგან ძალასა და თავდაჯერებულობას გვანიჭებს. ის შიშისგან გვათავისუფლებს და გვეხმარება ნდობაზე დამყარებული ურთიერთობები ვაშენოთ. იმისათვის რომ მეტად ბედნიერი იყოთ, საჭიროა სრულად გამოიყენოთ თქვენი გონებრივი პოტენციალი. მახვილი გონება დაგეხმარებათ მეტად რაციონალურად გაანალიზოთ რეალობა და სწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ. დაამეგობრეთ გული და გონება და თქვენი ცხოვრება მეტად ბედნიერი გახდება.