რა ბედნიერია ბატონი, რომელსაც ჭკვიანი მოსამსახურე ჰყავს, რომელსაც მისი ყოველი სიტყვა ესმის და ყველა დავალებას უყოყმანოდ ასრულებს.
ერთხელ ბატონმა თავისი ერთ-ერთი მსახური სახელად ჰანსი დაკარგული ძროხის საძებნელად გაგზავნა. ჰანსი დიდხანს შეყოვნდა. ბატონი ფიქრობდა: ,,საწყალი ჰანსი ალბათ თავს არ ზოგავს, რომ ძროხა იპოვოსო. უკვე ბინდი ჩამოწვა მსახური კი არსად ჩანდა, ბატონი დაღონდა, რაიმე უბედურებას ხომ არ გადაეყარაო და მის საძებნელად წავიდა. ხედავს ჰანსი ტყის პირას მინდორში დგას და ბოლთასცემს. ბატონი მივიდა და მშვიდად ჰკითხა:
– ჰანს ძროხა თუ იპოვეო?
– არა ძროხა არ მიპოვიაო – უპასუხა ჰანსმა მშვიდად
– მაშ რა იპოვე? – ჰკითხა გაკვირვებულმა ბატონმა
– რაღაც ბევრად უკეთესი, მე ბედნიერება ვიპოვეო – უპასუხა მსახურმა
– აბა მაჩვენე რა იპოვე?- უთხრა ბატონმა
– მე სამი შაშვი ვიპოვე – უთხრა მოსამსახურემ.
– სად არიან ისინი – ჰკიხა გაოცებულმა ბატონმა, რომელიც იქაურობას გაფაციცებით ათვალიერებდა.
ერთს ვხედავ, მეორესი ხმა მესმის, მესამეზე კი ვნადირობო. მიუგო ჭკვიანმა ჰანსმა. ბატონი დაიბნა, არ იცოდა როგორ შეპასუხებოდა ჰანსს.
თქვენც მიბაძეთ ჰანსს. ნუ დაგამონებთ თქვენი ბატონების ბრძანებები. არასოდეს დაგავიწყდეთ იმის კეთება, რაც მოგწონთ და ცხოვრებას გიხალისებთ.
ძმები გრიმები; “ჭკვიანი მოსამსახურე” თარგმანი: მარიამ შელეგია ;