Skip to content

ზღვარსგადასულ ფანტაზიებს წარუმატებლობისაკენ მივყავართ

“თუ ოცნებობ და გჯერა შენი ოცნების, შეძლებ აისრულო კიდეცო” – ამბობენ, თუმცა საქმე ასე მარტივად როდია. ოცნებას და მიზნის მიღწევისადმი ოპტიმისტურ–პოზიტიურ დამოკიდებულებას,რომ დიდი ძალა აქვს ფაქტია, მაგრამ ყოველთვის და ყველგან ზომიერების დაცვა რომაა საჭიროა ესეც არ უნდა დაგვავიწყდეს.
ფსიქოლოგიური კვლევები ადასტურებს,რომ მეტისმეტად რეალობას მოწყვეტილ ფიქრებს შეუძლიათ მიზნის მიღწევაში შეგვიშალონ ხელი.
ზღვარსგადასულ ფანტაზიებში პრობლემაა ისაა,რომ ისინი გვაფიქრებინებენ თითქოსდა წარმატება ძალიან ადვილად მისაღწევია.ისინი არ გვამცნობენ იმ შესაძლო პრობლემების შესახებ,რომლებიც მიზნისაკენ მიმავალ გზაზე შეიძლება შეგვხვდეს და ხშირად მოტივაციის დონესაც ანელებენ,რადგან წარმატების მიღწევას, ასეთ შემთხვევაში, გარდაუვლადაც კი მივიჩნევთ.
ადამიანებზე დაკვირვებებმა აჩვენა,რომ ფანტაზიებს იდეალური მომავლის შესახებ არაეფექტურ და ხშირად არასწორ გადაწყვეტილებებამდე მივყავართ. ფაქტია,რომ მხოლოდ ოცნებით ვერაფერს მივაღწევთ. რაც შეეხება მოსალოდნელი შედეგების შესახებ, ზომიერად პოზიტიურ წარმოდგენებს, ისინი ნაკლებად სახიფათოა და უმეტეს შემთხვევაში დადებით შედეგებსაც იძლევა.
ასე,რომ თუ სერიოზულად გვსურს მიზნის მიღწევა, შევეცადოთ ზომიერად შევაფასოთ ჩვენი შესაძლებლობები და მოსალოდნელი შედეგების შესახებ გადამეტებულად პოზიტიურ წარმოდგენებსაც, ნუ შევიქმნით, რადგან ზღვარგადასულ ფანტაზიებს ხშირად წარუმატებლობისაკენ მივყავართ.
4motivi.com