ცხოვრებაში დგება მომენტი ,როდესაც რაღაცას ამთავრებ და სულ სხვა ეტაპზე გადადიხარ..ის გაძლევს ახალ ნაცნობებს,მეგობრებს… გთავაზობს მეტ სიახლეს, სულ სხვა გარემოს… ეს თავიდან მოგწონს და ხარ ბედნიერი ,რომ მომენტალურად შენი ცხოვრება შეიცვალა ,მაგრამ შემდეგ უკვე მოდის ის პერიოდი, როცა ძველი დრო გენატრება,ძველი ამხანაგები..გარემო…სიტუაცია…ამ ყველაფრის გახსენება შენში სევდას იწვევს …ამ შემთხვევაში რა უნდა გააკეთო?? თუ გსურს წინ წაწევა უკან არ უნდა მოიხედო, კარგად აქვს კოელიოს ნათქვამი, არასოდეს მოიხედო უკან ,რადგან ყოველთვის აღმოაჩენ რაღაცას ან ვიღაცას რის გამოც მოგინდება უკან დაბრუნებაო…
ალბათ ვერ ვაცნობიერეთ ამას, მაგრამ არ ღირს არასოდეს წარსულზე დარდი…მოგონებებით ცხოვრება..შენ გაქვს აწმყო, რომელიც მართალია წარსულზეა აგებული, მაგრამ შენი დღევანდელი ცხოვრება მოითხოვს წინ ყურებას..მომავლის რწმენას..იმედს..წინსვალს..წარმატებებს…არავინ და არაფერი არ ღირს იმად, რომ შენს მომავალ ბედნიერებაზე თქვა უარი რაც იყო იყო..მას წარსული ტყუილად კი არ ჰქვია, უბრალოდ არის მომენტები, როცა გენატრება თითოეული წამი ,რომელიც ადრე გაბედნიერებდა..ამას, რაც არ უნდა ვთქვა,ვერავინ გააკონტროლებს..ის მომენტალურად გაცოცხლებს და ამავდროულად სევდით გავსებს ის განცდა, რომ ეს იყო და დამთავრდა
მაგრამ წინ მომავალია, რომელიც მერწმუნეთ უამრავ ლამაზ, ფერად დღეს გპირდებათ..ბევრი ახალი ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში სიახლეს შემოიტანს…ბევრი საოცნებო და ბედნიერებით აღსავსე წუთები გელით…მოეშვით წარსულზე ფიქრს..იცხოვრეთ აწმყოთი და შექმენით თქვენთვის სასურველი მომავალი..თქვენი ცხოვრება ხომ თქვენს ხელშია..მისი მთავარი პერსონაჟი კი თავად ბრძანდებით…
გამომგზავნი/ავტორი: ნინო რუსიშვილი