1. ყველაფერი რაც გვესმის აზრებია და არა ფაქტები. ყველაფერი რასაც ვხედავთ, ჩვენი წარმოდგენაა და არა რეალობა.
2. საკუთარი თავის შებრალება, სიმხდალის ყველაზე საზიზღარი სახეობაა.
3. ზნეობის არსი იმაშია, რომ ყოველი დღე ისე გაატარო, ვითომაც უკანასკნელი დღეა: აღუშფოთებლად, შეუშინებლად და მოუტყუებლად.
4. გაიხსენე, რამდენი ხანია, რაც სამერმისოდ სდებ სადღეისოს, რამდენგზის სთხოვე “მაცალეო” ღმერთებს და გაცალეს მათაც, მაგრამ ერთხელაც არ ისარგებლე ამით. დროა შეიცნო, რომ შენი სიცოცხლე წამია მხოლოდ და თუ ამ წამით არ ისარგებლებ, ის გაქრება, ისევე, როგორც გაქრები შენ და აღარასოდეს შემოიქცევა უკან.
5. რადგან თქვენ რთულად გეჩვენებათ, არ იფიქროთ, რომ ვინმე ვერ შეძლებს მის გაკეთებას.
6. უნდა შეეჩვიო მხოლოდ და მხოლოდ კეთილზე ფიქრს, რათა ანაზდად რომ გკითხონ, რას ფიქრობო ამ წუთას, შეგეძლოს გულახდილად მიუგო მყისვე, რაზე ფიქრობ, ან რა გაქვს გულში…
7. შეეგუე ყველაფერს, რაც კი ბედმა გარგუნა წილად. გიყვარდეს ადამიანები, რომელთა შორისაც გიწევს ცხოვრება, მაგრამ გულწრფელი სიყვარულით.
8. გახსოვდეს, აზრის შეცვლა და ისეთი მოქმედება, რაც შენს შეცდომას გამოასწორებს, უფრო შეჰფერის თავისუფლებას, ვიდრე შეცდომის ჯიუტად დაცვა.
9. ყოველ დილით,როდესაც გაიღვიძებთ, დაფიქრდით, თუ როგორი პრივილეგია გხვდათ წილად,რომ: „იცოცხლოთ,იფიქროთ, იაზროვნოთ,ისიამოვნოთ, გიყვარდეთ.“
10. ყოველთვის, როდესაც ცუდი რამ შეგემთხვევა, შთააგონე შენს თავს: “ეს შემთხვევა კი არ არის ჩემი უბედურების წყარო, პირიქით, მისი ღირსეულად დათმენის უნარია ბედნიერება…“.