ერთ დილას საყვარელ კაფეში ვიჯექი და წიგნს ვკითხულობდი. უკვე ისეთ ასაკში ვარ და არსად მეჩქარება. მოულოდნელად ჩემ მაგიდასთან ახალგაზრდა ყმაწვილი მოვიდა და გამომელაპარაკა, მითხრა რომ მალე სკოლას დაამთავრებდა და ჯერ დაგეგმილი არ ჰქონდა თავისი მომავალი,საერთოდაც არ იცოდა რას გააკეთებდა ცხოვრებაში.” დინებას მივყვები” – მითხრა მან, თუმცა ამით ჩვენი ლაპარაკი არ დასრულებულა. ცოტა ხნის პაუზის შემდეგ მან კითხვების დასმა დამიწყო,თითქოს დიდხანს ელოდა ამ მომენტს.”რას აკეთებდით მთელი თქვენი ცხოვრება?”,”როდის მიხვდით რა უნდა გეკეთებინათ ცხოვრებაში?”,”რატომ გააკეთეთ ასეთი არჩევანი?” და ა.შ. საათ-ნახევარი ვისაუბრეთ და ამ დროის განმავლობაში უამრავი ფასეული რჩევა მივეცი. სამწუხაროა,რომ 18 წლის ასაკში არავის მოუცია ჩემთვის მსგავსი რჩევები. იქნებ ჩემი ბრალია? – არასოდეს დამისვამს კითხვები… მაშინ კაფეში სპონტანურად ვპასუხობდი, თუმცა მოგვიანებით როდესაც სახლში დავბრუნდი , დავჯექი და ყველაფერი ფურცელზე ჩამოვწერე:
1. ნუ შეგეშინდება შეცდომების დაშვების, რადგან შეცდომებზე სწავლობენ. ყველაზე დიდი შეცდომა ის არის რომ არაფერი აკეთო, იმის შიშით რომ რაიმე შეგეშლება. ცხოვრებაში არც ისე ხშირად გვეძლევა შესაძლებლობა რაიმე სასარგებლო ვაკეთოთ. ნუ შეგეშინდება! გამოიყენე ყოველი შანსი და მუდამ გახსოვდეს : „არავინ იცის გაგიმართლებს თუ არა“.
2. ეძიე პროფესია შენი გემოვნების მიხედვით. ნეტავ შემეძლოს 18 წლის ასაკში დავბრუნდე და ჩემს თავს ვუთხრა: „აქცენტი გააკეთე შენს მსგავს ადამიანებზე, არ იფიქრო რა არის პოპულალური და რომელი მოგიტანს მეტ ფულს. გასაღები კარგი კარიერისკენ – ეს არის იპოვნო საქმე, რომელიც გიყვარს. იყავი სუფთა შენს თავთან და სირთულეები ვერ შეგაშინებს.“
3. ყოველდღიურად დაგეგმე შენი დრო, ძალები და ფული. თუ ყოველ დღეს კარგად დაგეგმავ და შეასრულებ გეგმას, მალე ეს ჩვევაში გადაგეზრდება – ორგანიზებული და დისციპლინებული გახდები.მხოლოდ ასე ცხოვრებით შეძლებ დაზოგო დრო, ფული და ენერგია.
4. არ შეგეშინდეს რაიმე ახლის მოფიქრება.თავდაუჯერებლობა (რაც გამოწვეულია გამოცდილების არქონით) ყოველთვის შეგაფერხებს და არ მოგცემს საშუალებას შენი იდეები, რომ განახორციელო.უნდა გადალახო ეს ბარიერი.გაუზიარე მეგობრებს სიახლეები და იცოდე : ხელოვნებაშია მთელი ცხოვრება.
5. რასაც აკეთებ – აკეთე კარგად,არ ღირს იმის კეთება რაც არ იცი.ეცადე იყო პროფესიონალი შენს საქმეში და შეიქმნა კარგი სპეციალისტის რეპუტაცია.ჯობია ერთი რამ იცოდე ზედმიწევნით კარგად , ვიდრე ცოტ-ცოტა ყველაფერი.
6. გაუზიარე ადამიანებს შენი აზრები და ტკივილები. თუ არ იტყვი მაშინ ადამიანები ვერც ვერასოდეს გაიგებენ , ყველას არ შეუძლია აზრების კითხვა… თუ არ ეტყვი გოგოს რომ მოგწონს, მხოლოდ იმიტომ რომ გრცხვენია, მაშინ როგორ გაიგებს ის ამის შესახებ ? ცხოვრებაში მთავარია იყო კომუნიკაბელური. ზოგჯერ პირველმა უნდა თქვა რასაც ფიქრობ.
7. არ იდარდო იმაზე რას ფიქრობენ სხვები შენზე.სინამდვილეში ეს არაა მნიშვნელოვანი.18 წლის რომ ვიყავი ახლობლების ზეგავლენის ქვეშ მოვექეცი და ვაკეთებდი იმას რაც მათ მიაჩნდათ სწორად.შემდეგ კი გრძნობა გამიჩნდა რომ რასაც ვაკეთებ იმის – არ მწამს,არ მჯერა.დროთა განმავლობაში კი ძვირფასი დრო დავკარგე.იმ ადამიანებმა კი რომელთა აზრსაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდი გავლენა დაკარგეს ჩემზე – გაქრნენ ჩემი ცხოვრებიდან. ადამიანები ვერასოდეს მიხვდებიან შენზე უკეთ იმას, თუ შენ თვითონ რა გინდა.
8. იცხოვრე შენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე.არ დახარჯო ფული მხოლოდ იმიტომ რომ შენ მეგობრებს თავი მოაწონო.თუ ისწავლი ფულის სწორად ხარჯვას მხოლოდ მაშინ შეძლებ საკუთარი ცხოვრების მართვას.
9. პატივი ეცი ახლობლებს და ეცადე ხშირად გაახარო ისინი. პატივი ეცი ყველას ერთნაირად: ახლობელს, მეგობარს, უცხოს. დაეხმარო ადამიანებს – დიდი საჩუქარია ცხოვრებისგან.
10. იყავი ის ვინც სინამდვილეში ხარ. ვიღაცა მოევლინა ამ ქვეყანას რომ იყოს მუსიკოსი, ვიღაც მძღოლი. არაა მნიშვნელოვანი რა საქმეს აირჩევ. მთავარია ამ საქმის კეთებისას მიხვდე, რომ ის მთელი გულით გიყვარს.
გამომგზავნი: გიორგი რამაზაშვილი