ლიტერატურული ლექსიკონი შემოქმედებით უნარს ასე განმარტავს: შესაძლებლობა გასცდე ტრადიციულ იდეებს, წესებს, ჩვეულებებს, შექმნა რაიმე ახალი, მნიშვნელოვანი იდეა, გამოგონება, მეთოდები,ფორმები და ა.შ; ეს არის ორიგინალობა, პროგრესულობა, წარმოსახვის უნარის პრაქტიკული რეალიზაცია, გონებისა და აზროვნების თავისუფლების შედეგი.
(ვიდრე კითხვას განაგრძობდეთ, კარგად დააკვირდით განმარტების თითოეულ კრიტერიუმს.
ფრაზები, რომლებიც კლავენ თქვენს შემოქმედებით უნარს:
1. ” წესები უნდა დავიცვათ”
მართებული მოსაზრებაა, თუმცა ცოტა შესწორებას შევიტანდი. წესების დაცვა კარგია, მაგრამ თავი ისე არ უნდა შევზღუდოთ, რომ ამავდროულად ჩვენში კრეატიულობაც ჩავკლათ. მაგალითისათვის, ხომ ცუდი საყურებელი იქნებოდა ფეხბურთი მოთამაშეები, რომ წესებს არ იცავდნენ? რასაკვირველია ასეა, თუმცა კარგმა მოთამაშეებმა იციან, როგორ გამოიყენონ შემოქმედებითი უნარი ამ წესების ფარგლებში.
2. “ნუ დასვამთ შეკითხვებს.”
არასოდეს მესმოდა მენეჯერების,მასწავლებლების და ა.შ რომლებიც ზედმეტი კითხვების დასმისაგან თავის შეკავებისაკენ მოუწოდებდნენ ადამიანებს. თუ ვინმე მსგავს რამეს გეუბნებათ, გირჩევთ ნუ დაუჯერებთ და განაგრძეთ შეკითხვების დასმა – პირველი კითხვა კი რაღა თქმა უნდა ეს იქნება: “რატომ არ უნდა დავსვათ?”. შეკითხვების დასმა და პასუხის ძიება ყველაზე მნიშვნელოვანი გზაა, რომელსაც ცოდნისაკენ მივყავართ.
3.”ნუ დაარღვევთ საზღვრებს.”
იქნებ მითხრათ რა მოხდებოდა, რომ ადამიანებს არასოდეს დაერღვიათ საზღვრები? როგორი იქნებოდა დღევანდელი პროგრესი და განვითარება? თავისუფლება უმნიშვნელოვანესი კომპონენტია შემოქმედებითი უნარის რეალიზაციაში.4. “ნუ გააკეთებ რაიმე სისულელეს!” “რას იფიქრებს ხალხი ჩემზე?”
ხალხის აზრზე ფიქრი, მშვენიერი გზაა თქვენში შემოქმედებითი უნარის ჩასახშობად. რავიცი აბა, არჩევანი თქვენზეა.
5.”მეტი სერიოზულობა გმართებს.”
დიახ, არსებობს დრო და ადგილი სადაც სერიოზულობა გმართებთ.
დაკრძალვები. გამოცდები. დისკუსიები, ოფიციალური შეხვედრები და ა.შ თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ განსაზღვრულ დროსა და ადგილას ხდება, თუმცა ცხოვრებაში არაა საჭირო ზედმეტი სერიოზულობით თავის შეზღუდვა. ნუ უსმენთ შინაგან კრიტიკას – იყავით მეტად თავისუფალი, პოზიტიური, ოპტიმისტი – გახსნილ და ლაღ გონებაში იდეები მეტად თავისუფლად მოდის.
6.”არავის გაუკეთებია აქამდე.” “არავინ მოქცეულა ასეა.”
თუ თქვენგან ეს ფრაზები მესმის, მსგავსი შთაბეჭდილებები მიტრიალებს გონებაში: გეშინიათ გამოწვევების, არ ეძებთ სიახლეებს, არ გიზიდავთ ორიგინალობა, გეშინიათ მარცხის. ახალი გზების ძიება და ორიგინალურობა – აი რა არის ყველაზე საინტერესო თქვენი შემოქმედებითი უნარის შესაძლებლობებში.
7.”შეუძლებელია.”
იხილეთ მერვე პუნქტი.
8.”არ ვარ საკმარისად შემოქმედებითი”
ძალიან სენტიმენტალური მოსაზრებებია.გონს მოდით!
9.” დიდ დროს მოითხოვს.”
რასაკვირველია ასეა, თუმცა უნდა შეძლოთ დროის გამონახვა იმისათვის, რაც გულით გინდათ. ამგვარი აზრებით ხომ შორს ვერ წახვალთ და ვერც თქვენს შემოქმედებით უნარს გამოიყენებთ სათანადოდ – სურვილი კი მხოლოდ სურვილად დაგრჩებათ. გნებავთ ასე იყოს? არჩევანი თქვენზეა.
10.”ეს დამარცხება საბოლოოა”, “აღარ ვცდი მეორედ”
მე გეტყოდით, რომ დამარცხება გამოცდილებაა და მეორედ ცდა კი შესაძლებლობა,რომ უფრო გამოცდილი და დადინჯებული გონებით გაუყვეთ უკვე ნაცნობ გზას. შესანიშნავია შესაძლებლობაა არა?!
ზემოთხსენებული ფრაზები დეპრესიაში ჩავარდნილი, წარუმატებელი და სუსტი ადამიანის გონების გამოძახილია. ეს შეშინებული გონების აზროვნებაა და არა კრეატიული. დამარცხება არასოდესაა საბოლოო. ჩაიბეჭდეთ გონებაში, რომ დაკეტილ კარს იქით ყოველთვის ახალი თავგადასავლები და შესაძლებლობებია – კარის გაღება კი მხოლოდ თქვენს ბძროლისუნარიანობასა და შემოქმედებით უნარზეა დამოკიდებული.
P.S მოგისმენიათ რომელიმე ფრაზა? საკუთარი თავისთვის ხომ არ გითქვამთ? როგორი იყო შედეგები? ხომ არ იცით სხვა ფრაზები, რომლებიც უნდა შედიოდეს ამ ჩამონათვალში? გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრებებები კომენტარის სახით..