Skip to content

უძლევეს დროში არსებობდა ერთი ქალაქ–სახელმწიფო,  სადაც ხალხი ბედნიერად და უზრუნველად ცხოვრობდა. ქალაქს ჭკვიანი და ყველასათვის საყვარელი მეფე–დედოფალი მართავდა.

ყველა კმაყოფილი იყო და ცხოვრებაც მშვიდი რიტმით მიედინებოდა, ვიდრე ერთმა ძლიერმა და ბოროტმა ჯადოქარმა ამ იდელიის დარღვევა არ მოისურვა. მან მოწამლა ჭის წყალი, რომლითაც ქალაქის მოსახლეობა წყურვილს იკლავდა – ვინც კი მოწამლულ წყალს დალევდა ყველა გიჟი გახდებოდა.

მეორე დილით ქალაქის ყველა მცხოვრებმა დალია ჭის წყალი და შესაბამისად, ყველა გაგიჟდა, გარდა მეფე–დედოფალსა,რომელთაც საკუთარი ჭა ჰქონდათ სასახლის ეზოში – მათი წყალი ჯადოქარს არ მოუწამლავს.

“შეშლილთა” ქალაქში არეულობა დაიწყო. მეფე შეშფოთდა არსებული სიტუაციით და შეეცადა ეკონტროლებინა ხალხის მოქმედება, თუმცა პოლიციელებსაც მოწამლული წყალი ჰქონდათ დალეული და მეფის ბრძანებები სულელურად და საფუძველმოკლებულად ეჩვენებოდათ.

როდესაც ქალაქის მაცხოვრებლებმა მეფის ბრძანებების შესახებ შეიტყვეს, დაასკვნეს რომ იგი ჭკუიდან შეიშალა, რადგან გაუგებარ და უსაფუძვლო ბრძანებებს იძლეოდა. მათ სასახლის წინ აქცია მოაწყვეს და მოითხოვეს მეფე გადამდგარიყო.

შეწუხებულმა მეფემ გადაწყვიტა შეესრულებინა ხალხის თხოვნა, თუმცა დედოფალმა შეაჩერა:

“მოდი, მოწამლული წყალი დავლიოთ და ჩვენც მათნაირები გავხდებით” – უთხრა მან მეუღლეს. მეფეს ჭკუაში დაუჯდა დედოფლის რჩევა და საბოლოოდ მათაც დალიეს საერთო ჭიდან წყალი. როგორც კი ეს გააკეთეს, ისინიც შეიშალნენ, დაიწყეს ისეთი ფიქრი, საუბარი და მოქმედება, როგორც სხვები საუბრობდნენ, ფიქრობდნენ და მოქმედებდნენ.

ამის შემდეგ ყველაფერი წესრიგში ჩადგა და არც აღარავის გამოუთქვამს პრეტენზია მეფე–დედოფლის შესახებ. ლოგიკურიცაა, მეფე ისე ბრძნულად და კეთილგონიერად მართავდა სახელმწიფოს,რომ რომელი გიჟი მოისურვებდა მის გადადგომას?

ასე, რომ ყველაფერი წესრიგში ჩადგა და ქალაქმა კვლავ გააგრძელა ბედნიერი და უზრუნველი ცხოვრება, მიუხედავად იმისა, რომ მისი მაცხოვრებლები მათი მეზობლებისაგან განსხვავებით სრულიად განსხვავებული ცხოვრების წესით ცხოვრობდნენ. მეფე კი სიცოცხლის ბოლომდე მართავდა ქალაქს.

პაოლო კოელიო – ნაწარმოებიდან “ვერონიკამ გადაწყვიტა სიკვდილი”; თარგმანი: 4motivi.com;