1991 წელს, სკოლის მასწავლებელმა იულიამ სტენჰოპმა რამდენიმე წარმატებულ ადამიანს მისწერა წერილი და სთხოვა აღეწერათ ის დაბრკოლებები,რომლებიც ცხოვრებაში შეხვდათ და აეხსნათ, როგორ მოახერხეს მათი დაძლევა. ის ამავდროულად აგროვებდა მიღებულ წერილებს და თავის მოსწავლეებს უკითხავდა.
დღეს გვსურს შემოგთავაზოთ წერილი, რომელიც სტენჰოპმა რეი ბრედბერისაგან მიიღო.
რეი ბრედბერი (ამერიკელი მწერალი, რომელიც მოღვაწეობდა ფანტასტიკის, საშინელებათა, სამეცნიერო ფანტასტიკისა და დეტექტივების ჟანრში. ყველაზე მეტად ცნობილია 1953 წელს გამოცემული ანტიუტოპიური ჟანრის რომანით “451º ფარენჰეიტით” და 1950 წლის რომანით “მარსის ქრონიკები”. ბრედბერი აღიარებულია XX საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო მწერლად ფანტასტიკის ჟანრში.)
ძვირფასო იულიამ სტენჰოპ,
ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება 9 წლის ასაკში მივიღე.. 1929 წელი იყო, მეხუთე კლასში ვსწავლობდი და ბაკ როჯერსის კომიკური პოსტერების შეგროვებით ვიყავი გატაცებული. ჩემი განსხვავებული ქცევა ზოგიერთ თანაკლასელში უარყოფით რეაქციებს იწვევდა და ისინი დამცინოდნენ.. მე კი, ამის გამო, ერთ დღეს ავდექი და პოსტერები დავხიე. ამის შემდეგ, ერთი კვირაც არ იყო გასული, რომ მოულოდნელად თვალებიდან ცრემლები წამსკდა.
რატომ ვტირივარ? – ვფიქრობდი მე. ვინმე გარდაიცვალა? შენ – იყო პასუხი – შენ საკუთარი მომავალი მოკალი. და ახლა რა შემიძლია გავაკეთო? ისევ დავიწყო როჯერსის პოსტერების შეგროვება? შევიყვარო საკუთარი მომავალი?! ასეც მოვიქეცი და ამის შემდეგ ყურადღებას აღარ ვაქცევდი რას ამბობდნენ ჩემი წყეული და იდიოტი კლასელები.
და რა ვისწავლე აქედან? ვიყო ის ვინც ვარ და არავის და არასოდეს მივცე ნება, რომ ჩემს ცხოვრებაში ჩაერიოს. გააკეთეთ იგივე.. იყავით ის, ვინც ხართ და გიყვარდეთ ის, რაც გიყვართ.
საუკეთესო სურვილებით,
რეი ბრედბერი
თარგმანი: 4motivi.com