“გორიდან გწერთ, მე-8 საჯარო სკოლის მასწავლებელი, ალბათ, ხვდებით, ქართულის. სასიამოვნო განცდა მაკავშირებს თქვენს ინტერნეტ ჟურნალთან – ჩემი მოსწავლე და დისშვილი ესეების კონკურსის გამარჯვებული გახდა თქვენთან.
დღეს ისევ გეხმიანებით. მყავს მოსწავლე, რომელიც საოცრად შეყვარებულია სცენასა და ცეკვაზე, იყო ანსამბლ ,,რუსთავის” წევრი და აბიტურიენტობის ციებ-ცხელების გამო ამ საყვარელი საქმისთვის თავის დანებება მოუხდა. ორი დღის წინ მომიტანა ჩანახატი, რომელმაც საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, მინდა, გთხოვოთ, წაიკითხოთ მარიამის შემოქმედება და, თუკი საინტერესოდ მოგეჩვენებათ, თქვენი ჟურნალის გვერდებიდან გაუზიაროთ მკითხველს. ეს იქნება თქვენი მხრიდან წამოსული უდიდესი მოტივაცია მარიამისთვის. მოუთმენლად, დიდი ინტერესით ველოდებით თქვენს პასუხს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის”ამგვარი შინაარსის წერილი მივიღეთ, ქალბატონო მარიკა ტლაშაძისგან, რის გამოც გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ მას. რაც შეეხება მარიამს, ანუ ჩანახატის ავტორს ვურჩევთ, არასოდეს შეწყვიტოს იმის კეთება, რაც ასე ძალიან უყვარს..

“დამტვერილ სცენას კაბის ბოლო რომ შეეხება და სულში დავლილი ჟრუანტელით თვალებში სიხარულის ნაპერწკალი აენთება…მოცეკვავის ემოცია დაეფინება მაყურებლის გულს პანაცეად და აღფრთოვანება ღვთაებრივობის აპლოდისმენტებში გამოიხატება.” – მარიამ ბრეგვაძე
ივაკებს ხის ტოტზე ბეღურა და ნაზი ჟრიამულით აგებინებს “ყველას” თავის არსებობას… ნაზს… მცირეხნიანს… უმწეოს… იძვრის მეორე ტოტისკენ, ფრთების ფართხალით… სულს არ ღაფავს. ასეთია ბუნება მისი, თავისი “ცოტა რამის შემძლები” ბუნება, ძალა. ვერ ყვირის, არ შეუძლია… არ აქვს ხმა… უხეში ხმა არ აქვს, თორემ რა?! მღერის, განა არა?! უბრალოდ ვერ ყვირის, ხმას ვერ იმაღლებს… ვერ აგრძნობინებს სამყაროს, რომ იგი არსებობს ხის პატარა წიაღებში, პატარა ნაპწკენებში, ტოტზე პატარაზე, რომელსაც სიო თავის ჭკუაზე აქანავებს. უნდა გაფრინდეს და ეშინია… გადაფრენის ეშინია,შეიძლება ვერ ჩაფრინდეს, თურმე… ვერ მიაღწიოს საწადელს… რჩება უძრავად… ემოცია გადმოსდის სახიდან და სად წაიღოს – არ იცის… იბერება ემოციით… იმსჭვალება… თვალუწვდენელ სამყაროს უყურებს და სწვდება მის წყვდიადს… ”ყოვლის შემძლეა”. იმდენად, რამდენადაც მას არაფერი შეუძლია, გარდა ყველაფრისა… ირჩევს გზას – თავისი კუთვნილი ემოცია გამოამჟღავნოს… იცეკვოს…
დამტვერილ სცენას კაბის ბოლო ეხება ამ დროს… მოცეკვავის სულში ჟრუანტელია… თვალებში სიხარულის ნაპერწკალი ინთება… გამოდის სხივის სახით… ეცემა მაყურებლის გულს და ისრით ტოვებს იარას… ჩნდება მოგონებაც…
გადმოცემა შეუძლებელია, რა დიადი გრძნობა აღიძვრება მოცეკვავის სხეულში, რომელიც ათასი თვალისა და ამ თვალებისგან წამოსული სხივთა ნაკრების ყურადღების უშუალო საგანია… თვრება თვალი? რომ დათვრეს, წასულია საქმე… არ ბრუვდება!.. განაგრძობს დედოფალი ცეკვას…

ნაბიჯი ერთი, ხელს აყოლილი მოძრაობა და ტაშის დასაკვრელად წამოსული ხელები…კაბა აშრიალდა… გული ცემს ისე, გამოხატვა შეუძლებელია! სევდამ უკუიქცია ბნელში…
დარჩა ბნელში ყოველი არსებული, ყოველი რეალური. არაეალურობას დაედო დასაბამი… დედისათვის ქრება ქმარი, შვილიც! ქრება უდავოდ! რჩება მარტო სცენა, მტვრიანი, და მასზე ალერსიანი და სიყვარულით სავსე მიმოხრისას შედეგიანი მზირალი თვალის სათანადო ობიექტური პასუხი: ტაში! საოცარია!
უგრძნობია ყველა დანარჩენი… მტვერი ბრდღვიალებს… უქონლობაა ცეკვის მადლის არქონა… გაიდეალებული და ფანატიზმით შეპყრობილი სული ისადგურებს ნაზი ფერებით შემკობილ კაბაში, ნარნარის ჩარჩოში… კაბაში – ქალის სურნელების გამომხატველში… მანდილის ჩრდილში ისადგურებს ღელვა, სევდის გაფანტვის არეალები ჩნდება ნაზად და ხდება სასწაული – სახე იღიმის… ბაგე გამოასხივებს თეთრ სიმკრთალეს და სილაჟვარდის აღმბეჭდველ თვალებში ჩნდება კმაყოფილება…
სევდა ქრება… ობოლი ფენომენი უამრავს პოულობს მშობლად, მეგობრად, საყვარლად, განღმრთოების ნაწილად…
სცენა დამტვერილია და ბურუსით ასდის ალი რამპის უკანა ხედზე მოარული ნაზი სხეულის ჩრდილის შემქმნელს… ჩრდილი ძლიერია… იმდენად ძლიერია! აღძრავს განმეორების სურვილს უკიდეგანო სივრცეში. ფანტაზია ვეღარ მატულობს, უტოპიის ჩიხში შედის და გამოსასვლელი გზა არ უნდა, რომ იპოვნოს… ვერც იპოვნის… მარადისობას კარი არ აქვს… მნიშვნელობა შეეცვალა, თორემ როგორ არ აქვს. იღება, მაგრამ ერთხელ, და ჩარაზული კედლის მიღმა რჩება სევდის აღმძვრელი და ბურუსით მოცული წარსული… არ დაბრუნების სურვილით ივსება გონება, დამშრალი წყურვილით…
სულში დავლილი ჟრუანტელით თვალებში სიხარულის ნაპერწკალი აენთება… მოცეკვავის ემოცია დაეფინება მაყურებლის გულს… დაეფინება პანაცეად… ჩრდილი არ ქრება. ტორტმანობს ნავივით, ლივლივებს და მოქარგულ გულს ამშვენებს ნაირფერობით…
სამოსში ჩასმული უკვდავი სული… გამოუხატავი ბედნიერება იმის ტარებისა, რაც განაცვრიფრებს სამყაროს მასში ჩასმული ხორცშესხმული სულის ტრფიალით მისადმი… ნაზი ქნევის… სინაზის გამომხატველი უშუალო შეხებისა მტვრიან სცენასთან… მტვრიანი ყველაფერი ნაკლიანია, უმტვეროა – სცენა, ჩემი საკუთარი. ჩემი შექმნილი და ჩემი ფიქრების ზვირთებში ჩაფლული. მეკუთვნის მე… შევქმენი ის ჩემს მფარველად, მრჩევლად, მშველელად… ჩემს შვილად… მცოდნედ ყველაფრისა…
მსიამოვნებს და თან რა დიადად მის კალთებზე ლაღად სრიალი, ბრწყინვალებით მოცული თვალების გამჭრიახი მზერის ჩემს საყელოსთან მოგროვება და ნელ-ნელა ტვინისთვის მიწოდება… მიყვარდება ყოველივე, სურვილის აღმძვრელი გაფრთიანებისა, ხორცშესხმულობის უარყოფისა…
არ ვარ ჩიტი, რომ გალიაში ვიჯდე ანდა ჩემი წვალებით შექმილ ბუდეში ვიცხოვრო, რომ ერთ არამშვენიერ დღეს მოვიდეს ვინმე უდებთაგანი და დამინგრიოს ჩემი კუთვნილი კერა, ჩემი შექმნილი… მე მოვრთე ის შუქჩრდილებითა და სურნელებით… ჩავაქსოვე ყოველივე, რაც მაბადია…
ვერ ვიქნები გალიაში!!! მზად ვარ! შევეწირები თავისუფლებას, ოღონდ მომეცით ჩემი ნება, უფლება, რომ ჩემი კაბის შეხებით დამტვერილ სცენაზე აშრიალდეს ბუღის ნაპერწკალთა ზვინი და გადავიდეს მაყურებელში მოულოდნელი მოარული ფიქრის სახით… მოწონება-არ მოწონების ასპარეზზე გაითამაშოს სულმა ჩემმა და გადაწონის ხარჯზე აღიქვას რეალური შედეგის ფასი…
გამოვიდეს გალიიდან ის ჩიტი, რომელიც მიხვდება, რომ გაფრენის შემდეგ ძნელი იქნება ხელახლა დაწყება ადრე დაბადებულისა. მიბრუნდება უკან… განა არა-უსათუოდ მიბრუნდება! მე კი არ მინდა ეს! მე ვიბრძვი… მთელი ცხოვრება მზად ვარ! ოღონდ მაცეკვეთ… მატრიალეთ მტვრიან სცენაზე… მიყვარს ეს მტვერი, სიგიჟემდე მიყვარს! ვეპუები მის აუგიანობას… მაგიჟებს, მათრობს გამოწრუპული ღვინის ჭიქის მსგავსად და კიდევ მანდომებს თავს… ვერ ვცლი სასმისს… არც მსურს!

პანაცეას არ მივცემ ნებას, ვერ მივიდეს მაყურებლამდე… უბრალოდ, ვერ გავუშვებ… მინდა თან მყავდეს სულ… მიმშვენებდეს გვერდს… იყოს ჩემი აჩრდილი და ჩემი ერთგული მოღალატეთა შორის…
დამტვერილ სცენას ისევ ეხება კაბის ბოლო… ბუღი ასდის ნაზად მოქარგული კაბის ბოლოებზე შემოკერილი ხაზის კიდეს… ხელგაშლილი მიდის დედოფალი ემოციების გასაყარისკენ… არ უნდათ ამ ემოციებს გაყრა… ისინი ერთად არიან… ერთად იბადებიან უკვდავნი… ნაზი ხელები გადასცემენ უსაზღვრო ვნებას აპლოდისმენტების პასუხისმგებელ ხელებს. ატკბობენ, აქ კი ანაზებენ გაუხეშებულთ… ფილტრავენ უწმინდურებისაგან და განაგებენ მათს შინაგან სამყაროს… აიძულებენ ნებით გააკეთებინონ და იძულებულნი არ დატოვონ, უკან დახევა ინატრონ და შემოსვლის სინანულის გრძნობით თვალი ვერ გაუსწორონ ბურუსში გაბლანდულ ფიქრებს მოცეკვავესა და მაყურებელს შორის არსებული ტალღის შესართავთან.. ბურუსი ნაზი, საამო, ელეგანტური რხევებით მორთული, გამოკვანძული და ქარგებად ქცეული… ფარფატა გონება და ძლიერი სხეული, რხევის შემქმნელი, ძალის დიადი მესაკუთრე… განსაგებთ განმგებელი…
კაბის ბოლო კი დაცურავს.. ასდის მტვერი სცენას და სურნელება ისადგურებს მაყურებლის გულითად ვნებებში… მისი გული იფენს მოცეკვავის ქმნილებას, ყველაფრით შემკობილს… ვერ ელევა… კარგავს რეალობას… აღიძრავს სულში ჟრუანტელს და აწყნარებს ზვირთების ნაკადით გამოწვეული მოვარდნილი ვნებების ქაოსურ ლტოლვას სრულყოფისაკენ… მოცეკვავის ემოცია ეფინება მაყურებლის გულს და აღფრთოვანება ღვთაებრივობის აპლოდისმენტებში გამოიხატება…
ჩუმადაა ყველა!
ჩრდილი ისაკუთრებს სამყაროს!
გამომგზავნი: მარიკა ტლაშაძე; ავტორი: ბრეგვაძე სალომე;