ერთხელ ტაძარში, ზეთისცხებისას, შევამჩნიე გოგონა, რომელით თუმცა წინ იდგა საკურთხეველთან, მაინც ცდილობდა, რომ სხვები, უფრო მეტად ხანდაზმული ქალბატონები გაეტარებინა წინ. ჩემი ყურადღება მიიპყრო კიდევ თითო-ოროლა ადამიანმა, რომელებიც ღიმილიანი სახით უთმობდნენ თავის რიგს ზეთისცხების მსურველებს.
ამ დროს ჩემდა სამარცხვინოდ, მკრეხელურმა კითხვამ გამიელვა თავში, რა საინტერესოა, რას იზამდნენ ეს ადამიანები, თუ წინ აურება განძი იქნებოდა დახვავებული, მაშინაც დაუთმობდნენ კი რიგს ერთმანეთს?
და თითქოს პასუხიც საიდანღაც ამოტივტივდა, გამახსენდა დედაჩემის მოგონება აგვისტოს ომზე. მაშინ ჩემი ოჯახი მახლობელ სოფელში იყო გახიზნული, ამ სოფელშიც დაუწყიათ ჰუმანიტარული ტვირთის დარიგება,რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ევაკუირებული ადამიანებისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ თურმე გახიზნულებზე წინ ადგილობრივი მაცხოვრებლები მისცვენიან ტვირთს. მადლობა ღმერთს, რომ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე მომხდარა დახმარების დარიგება…
ისევ მაწუხებს ეს კითხვა. ხან ვფიქრობ, რომ ჩვენ, ადამიანებს არ შეგიძლია ბოლომდე ვატაროთ ის სასიამოვნო ტვირთი , რასაც უფლის სიყვარული ჰქვია. ნუთუ იმდენად ცოტა მადლი და სიყვარული გამოგვაქვს ტაძრიდან, რომ გზაშივე გვებნევა და ერთმანეთს ვერ ვუნაწილებთ?

გამომგზავნი/ავტორი: ნანა გაზაშვილი