Skip to content

ჩვენი ოცნებები, სისუსტეები და პოტენციალის მაქსიმალური რეალიზაცია

ყველა დიდი წარმატებისა და მიღწევის საწყისი ერთნაირია – გქონდეს დიდი ოცნება. არაფერია ამაზე მნიშვნელოვანი და რაც მთავარია, ძალიან სწრაფად მუშაობს.
ერთხელ ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა: “აუცილებლად უნდა გქონდეთ დიდი ოცნებები, მხოლოდ მათ შეუძლიათ შესძრან ადამიანთა გონება”. როდესაც დიდ მიზნებს ისახავთ, თქვენი თვითშეფასებაც ავტომატურად იზრდება, უმჯობესდება თქვენი რწმენა საკუთარი თავისადმი, შესაბამისად ხდებით უფრო ძლიერები და გაქვთ მეტი შესაძლებლობა გაუმკლავდეთ ცხოვრებისეულ პრობლემებს. მიზეზი რის გამოც ადამიანები ცოტას აღწევენ ისაა, რომ ისინი არ აძლევენ საკუთარ თავს უფლებას, მიზნად დაისახონ მაღალი სტანდარტებით ცხოვრება.
ერთი კარგი წესი, რომელიც საზღვრების გარეშე ცხოვრებაში დაგეხმარებათ, აღწერილია ელიუ გოლდრეტის “სისუსტეების თეორიაში”. გოლდრეტმა აღმოაჩინა, რომ ყველა პროცესში და მიზანში არსებობს სისუსტეები, რომლებიც გვაიძულებენ მიზანზე უარი ვთქვათ, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ შევძლებთ და მთელს ჩვენს ენერგიასა და ყურადღებას მათი აღმოფხვრისკენ მივმართავთ, საბოლოოდ ისინი ჩვენს სასარგებლოდ იმუშავებენ და ოცნებების ასრულებაში დაგვეხმარებიან.
მაშ როგორ მივაღწიოთ დიდ მიზნებს?
მოდით ვთქვათ, რომ შემოსავლის გაორმაგება გსურთ. რა არის ყველაზე დიდი წინააღმდეგობა, ყველაზე დიდი სისუსტე, რაც გაბრკოლებთ რომ მიაღწიოთ ამ მიზანს? თქვენი შემოსავალი პირდაპირი ჯილდოა, თქვენი სამუშაო საათების რაოდენობისა და  შრომის ხარისხისათვის. რომელ სფეროშიც არ უნდა მუშაობდეთ. იმისათვის რომ შემოსავალი გაიორმაგოთ საჭიროა, გაარმაგოთ თქვენი სამუშაო საათების რაოდენობა და შრომის ხარისხი.ამიტომაც საჭიროა ხშირად შეეკითხოთ თქვენს თავს: “რა არის ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე, რომელიც მაბრკოლებს რათა ჩემს მიზანს მივაღწიო?”
რა გაბრკოლებთ? განათლება? ნიჭი? თქვენი ახლანდელი თანამდებობა ან სამუშაო? თქვენი ჯანმრთელობა?
გახსოვდეთ, რომ რაც კი გისწავლიათ შეგიძლიათ დაივიწყოთ კიდეც და რა სიტუაციაშიც არ უნდა მოხვდეთ, ყოველთვის არსებობს გამოსავალი. და თუ ნამდვილად გსურთ იცხოვროთ თავისუფალი ცხოვრებით, გადახედეთ თქვენს სისუსტეებს და გაანალიზეთ რა გაბრკოლებთ, რას აკეთებთ თქვენი მიზნის მიღწევის საწინააღმდეგოდ?
თავისუფალი ცხოვრების სამი ელემენტი ყოველთვის იყო და იქნება: სიცხადე, კომპეტენტურობა და კონცენტრაცია.
სიცხადე ნიშნავს, რომ კარგად გაქვთ გააზრებული ვინ ხართ, რა გსურთ და საით მიდიხართ. თქვენ ადგენთ გეგმას მიზნის მიღწევისათვის და გეგმავთ რომ შეასრულოთ მისი ყოველი პუნქტი. გაქვთ გაანალიზებული საკუთარი პრიორიტეტები და ყოველდღიურად შრომობთ იმისათვის, რომ წინ წახვიდეთ და რაც უფრო დიდია თქვენი პროგრესი, მით უფრო იზრდება თქვენი შესაძლებლობა, რომ მიაღწიოთ თქვენთვის მნიშვნელოვან მიზნებს. ამასთან ერთად იზრდება თქვენი თვითშეფასება და საკუთარი თავის რწმენა და რაც უფრო მეტად თავისუფალი ხართ თქვენი გონებრივი მარწუხებისაგან, მით უფრო მეტს აღწევთ.
კომპეტენტურობა ნიშნავს, რომ თქვენს მიერ არჩეულ სფეროში ძლიერი ხართ, თუმცა ეს არ გულისხმობს იმას, რომ სწავლა და პიროვნული განვითარება უნდა შეწყვიტოთ. თუ მიზნად მუდმივ სწავლასა და განვითარებას დაისახავთ, არასოდეს შეწყვეტთ პროგრესს.იმ შემთხვევაში, თუ თავს აიძულებთ, რომ ყოველდღიურად აკეთოთ ისეთი რამ, რის შედეგადაც უფრო ძლიერი და უკეთესი ადამიანი გახდებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მიზნების რეალიზაციისათვის.
კონცენტრაცია გულისხმობს, რომ გაქვთ საკმარისი დისციპლინა იმისათვის, რომ აიძულოთ საკუთარი თავი ერთ მიზანზე/საგანზე მოახდინოთ კონცენტრირება, ვიდრე სასურველი შედეგი არ დადგება.
თქვენი წარმატებისათვის კი ორი სიტყვაა ყველაზე მნიშვნელოვანი: ფოკუსირება და კონცენტრაცია. ფოკუსირება ნიშნავს იცოდე ზუსტად რა გსურს, ვინ გინდა იყო, რა გსურს გქონდეს, რას გინდა აკეთებდე. კონცენტრაცია კი მუდმივი წინსვლაა მათი მისამართით .
როდესაც თავს უფლებას აძლევთ ,რომ  დიდი ოცნებებით იცხოვროთ, თქვენ ამ გადაწყვეტილებით თავიდან იცილებთ იმ ქმედებებს, რაც ადრე დროს გაკარგვინებდათ და ავტომატურად ახდენთ თქვენი ენერგიისა და ძალის ფოკუსირებას იმ სისუსტეების დაძლევაზე,რომლებიც თქვენი პოტენციალის რეალიზაციაში გიშლიდათ ხელს. ახლა უკვე  საგრძნობია თქვენი ძალისა და თავდაჯერებულობის ზრდა და თუ ამ ყველაფერთან ერთად იმას აკეთებთ, რაც გიყვართ და მუდმივ ზრდასა და განვითარებას ესწრაფვით, იწყებთ ფიქრს შესაძლებლობებზე და არა იმაზე, რაც არ შეგიძლიათ – იცოდეთ, რომ ეს გზაა, რომელსაც თქვენ თქვენი პოტენციალის სრულად რეალიზაციისკენ მიყავხართ.
ავტორი: ბრაიან ტრეისი; თარგმანი: 4motivi.com