დღეს მინდა შორეულ წარსულში დაგაბრუნოთ და მოგიყვანოთ ერთი კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ გეგმავდნენ თავიანთ დღეს დიდი ადამიანები. სულ ცოტა ხნის წინათ ბენჟამინ ფრანკლინის დღის განრიგს გადავაწყდი. ალბათ მარტივი არ იქნება დღევანდელი და მითუმეტეს ქართული რეალობისთვის მისი მორგება, თუმცა პირადად ჩემთვის ბევრი რამ ყურადსაღები და გასათვალისწინებელია.
როგორც სურათიდან დაინახავთ, ფრანკლინს მხოლოდ 7 საათი ეძინა დღე-ღამეში. დილის 5 საათზე დგებოდა და განაწილებული ჰქონდა სხვადასხვა ამოცანები საათების მიხედვით.
გარდა ამისა, ალბათ ყველაზე უჩვეულო და ორიგინალური რამ, რაც კი მის განრიგში შეიძლება შეამჩნიოთ ფურცლის მარცხენა ნაწილში დაწერილი ორი შეკითხვაა:
დილის შეკითხვა: რა შეიძლება გავაკეთო დღეს კარგი?
საღამოს შეკითხვა: რა გავაკეთე დღეს კარგი?
ვფიქრობ საკმაოდ საინტერესო დეტალებია, ისეთი ადამიანის ცხოვრებიდან როგორიც ბენჟამინ ფრანკლინი იყო. მოკლედ, კარგად გადახედეთ განრიგს და ისიამოვნეთ.
წარმატებებს გისურვებთ!
4motivi.com