Skip to content

ექიმის მომსახურების ფასი

ექიმი სწრაფად მოვიდა საავადმყოფოში, როდესაც გადაუდებელი ოპერაციის შესახებ შეატყობინეს. მან გამოიცვალა ტანსაცმელი და პირდაპირ საოპერაციო პალატისკენ გაეშურა. გზად მას პაციენტი ბიჭის მამა შემოხვდა, რომელსაც სახეზე ეტყობოდა რომ ძლიერ ღელავდა.

როგორც კი ექიმი დაინახა, ბიჭის მამამ ნერვიული ხმით შეჰყვირა: “რატომ გჭირდებათ ამდენი ხანი რომ სამსახურში მოხვიდეთ? არ იცით რომ ჩემი შვილის სიცოცხლე საფრთხეშია? ნეტავ სად არის თქვენი პასუხისმგებლობის გრძობა?!

“ძალიან ვწუხვარ. არ ვიყავი საავადმყოფოში და შეძლებისდაგვარად სწრაფად მოვედი… ძალიან გთხოვთ დამშვიდდეთ, ახლა ჩემს საქმეს უნდა მივხედო”. – სევდიანი ღიმილით უპასუხა ექიმმა კაცს.

“დავმშვიდდე?! თქვენთვის ადვილი სათქმელია, აბა თქვენ იყოთ ახლა ჩემს ადგილზე… თქვენი შვილი რომ კვდებოდეს რას გააკეთებდით? – ისევ გაბრაზებით მიახალა კაცმა ექიმს.

ექიმს კვლავ გაეღიმა და უპასუხა: “ვიტყოდი, როგორც ბიბლიაშია ნათქვამი: მიწა ხარ და მიწად იქეც, ღვთის სახელით. ექიმებს არ შეუძლიათ სიცოცხლის გახანგძლივება. წადით და ილოცეთ თქვენი შვილისთვის, მე კი ყველაფერს გავაკეთებ მის გადასარჩენად, ღვთის წყალობით.”

“რჩევების მიცემა ადვილია” – ჩაილაპარაკა პაციენტის მამამ, როდესაც ექიმი საოპერაციო კაბინეტში შევიდა.

ოპერაციამ რამოდენიმე საათს გასტანა, ბოლოს კი ექიმი გახარებული სახით გამოვიდა ოთახიდან და პაციენტის მამას ახარა: “თქვენი ვაჟი გადარჩა, ღვთის წყალობით!

შემდეგ კი ექიმი მამის რეაქციას არც დაელოდა სასწრაფოდ გაიქცა საავადმყოფოდან და მამას შორიდან მიაძახა: “გთხოვთ, ექთანს ჰკითხეთ,თუ რაიმე შეკითხვა გექნებათ.”

“რატომ ჩქარობს სულ ასე?” – ჰკითხა ექიმის საქციელით გაკვირვებულმა კაცმა ექთანს. “მინდოდა რჩევები მეკითხა, ის კი რამოდენიმე წუთიც არ გაჩერდა..”

“ექიმის ვაჟი ავტოავარიაში დაიღუპა, დღეს დაკრძალვაა და პირდაპირ იქიდან მოვიდა, როდესაც გადაუდებელი ოპერაციის გამო დავურეკეთ.” – უპასუხა კაცს ექთანმა.

4motivi.com