მე არ მიყვარს წარსულის გახსენება , რადგან უზომო სევდას მგვრის. სიხარულითა და ტანჯვით გამოწვეულ სევდას. მაგრამ ზოგჯერ უნებურად გიზიდავს განიცადო ის, რაც უკვე ერთ დროს განიცადე.. გადაეშვე წარსულში და იფიქრო მასზე… მე წარსულმა მაიძულა მებრძოლა, მომცა ძალა, დამემარცხებინა შური, ბოროტება, ბოღმა და სიძულვილი, რომელიც მათში ჩაისახა… მე ისინი მიყვარდნენ ზედმეტად და ზედმეტად დიდი გულისტკენა მივიღე საპასუხოდ. მაგრამ ეს იყო პირველლი განსაცდელი, რომელიც უნდა გადამელახა, უნდა ამერჩია სწორი გზა და უკანმოუხედავად გადამედგა წინ ნაბიჯები. მე ეს შევძელი და მიხარია, რომ ამ გზაზე დღესაც ამაყად მივაბიჯებ.
მე დღეს ვისწავლე, რა არის სიყვარული, მეგობრობა, ადამინებთან ურთიერთობა, სიკეთისა და ბოროტების გარჩევა, ვიცი, რა არის ბედნიერება და რა უნდა გავაკეთო მის მოსაპოვებლად. მე ბედნიერი ვარ, რომ მყავს ოჯახი, რომელიც დაბადებიდან მისახავს რწმენას, მყავს მეგობრები, რომლებიც მავსებენ სითბოთი, ჩემს გარშემო არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყოველ დილით მესალმებიან და გულწრფელად მიღიმიან, და ყოველივე ამის შემდეგ, ამაყი ვარ ჩემი ცხოვრებით, ჩემი განცდებითა და ფიქრებით, მიყვარს ყველაფერი რაც მაღელვებს და მაფორიაქებს, ვარ თავისუფალი, და სიცოცხლის ყოველი წუთი მაძლევს შანსს, ვიყო ბედნიერი.
ყოველივე ამის შემდეგ მივხვდი, რომ წარსული არც კარგია და არც ცუდი, იგი არ იმსახურებს დავიწყებას, რადგან მასშია ჩემი ძლიერება, იქიდან იწყება ჩემი გზა, ერთი კია, არცერთი მისი გადმონაშთისთვის არ მოიძებნება ჩემს აწმყოში ადგილი. მადლობელი ვარ რომ გძულდით და გშურდათ ჩემი. მე თქვენ ისევ ისე მიყვარხართ, ბავშვურად, ჩემებურად… მაგრამ დაე, დარჩით ჩემს ბავშვობაში… მე კი სიხარულით და სიამაყით გავიკვლევ გზას ჩემი წარმატებული და ბედნიერ მომავლისკენ.
გამომგზავნი/ავტორი: გვანცა სისოშვილი