Skip to content

გამონათქვამები: უორენ ბაფეტი

1. ფასი ისაა, რასაც იხდით. ღირებულება კი ის, რასაც იღებთ.
2. ვიღაც იმიტომ ზის დღეს ჩრდილში, რომ ვიღაცამ დიდი ხნის წინ ხე დარგო.
3. უნდა ისწავლოთ ინვესტირება, თუ გსურთ მდიდარი გახდეთ.
4. “ოცი წელი” სჭირდება რეპუტაციის მოპოვებას და ხუთი წუთიც საკმარისია, რომ ყველაფერი წყალში ჩაყარო. თუ ამაზე დაფიქრდებით, ბევრ რამეს სხვანაირად გააკეთებთ.
5. ალბათ არსებობს ადამიანში თვისება, რომელსაც ადვილი საგნების გართულება მოსწონს.
6. არა აქვს მნიშვნელობა, როგორი დიდი ნიჭით ხართ დაჯილდოებული ან რამდენს ცდილობთ – არსებობს ბევრი რამ, რასაც უბრალოდ დრო სჭირდება… 9  ქალის დაორსულებით ერთ თვეში ბავშვს ვერ გააკეთებთ..
7. უმჯობესია მათთან დაიჭიროთ საქმე, ვინც თქვენზე უკეთესია. მიბაძოთ მათ იმ თვისებებში, რაშიც თქვენზე უკეთესნი არიან – მალე თქვენც მათი მიმართულებით წახვალთ.
8. ყოველთვის ვიცოდი, რომ მდიდარი გავხდებოდი, წუთითაც არ შემპარვია ამაში ეჭვი.
9. არასოდეს მიენდოთ შემოსავლის ერთ წყაროს.გააკეთეთ ინვესტიცია, რომ შექმნათ მეორე.
10. თუ ისეთ საგნებს ყიდულობთ, რაც არ გჭირდებათ, მალე მოგიწევთ იმის გაყიდვა, რაც გჭირდებათ.
11. ნუ შეინახავთ იმას, რაც დაგრჩებათ დახარჯვის შემდეგ, არამედ დახარჯეთ ის, რაც დაზოგვის შემდეგ დაგრჩებათ.
12. მდინარის სიღრმეს ორთავე ფეხით ნურასოდეს გაზომავთ.
13. ნუ ჩაყრით ყველა კვერცხს ერთ კალათში.
14. პატიოსნება ძალზედ ძვირფასი საჩუქარია, ნუ ელით მას “იაფი” ადამიანებისაგან.
გამონათქვამები მოძიებული და თარგმნილია: 4motivi.com