თუ ოდესმე ვინმეს კარიერულ რჩევას მივცემდი, აუცილებლად ვურჩევდი, რომ უყვარდეს ის, რის კეთებასაც აპირებს! ნამდვილად უნდა გსურდეთ და გიყვარდეთ თქვენი სამუშაო.
არსებობს უამრავი ადამიანი, რომელიც ოჯახის ან სხვა მიზეზთა გამო იძულებულია აკეთოს ის, რისიც არც სჯერა და არც მოსწონს. შეიძლება თქვენ გიზიდავთ საჰაერო ბიზნესი – დღეს ეს საშინელი საქმეა, მაგრამ რა უნდა ქნათ თუ თქვენ იგი კარგად გამოგდით და გიყვართ? – აუცილებლად უნდა აირჩიოთ ის საქმე რომელიც მოგწონთ. არსებობს უამრავი ისტორია ადამიანებისა, რომლებმად მოგვიანებით მიაღწიეს წარმატებას ცხოვრებაში, მხოლოდ იმიტომ რომ აკეთებდნენ საქმეს, რომელიც არ მოსწონდათ – ერთ-ერთი მათგანი ჩემი მეგობარია.
ის ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი ადამიანი იყო უოლ-სტირტზე. მის ოჯახს კარგად იცნობდნენ, მაგრამ თვითონ იმედებს ვერ ამართლებდა.არ ჰქონდა საკმარისი ძალა, არც საკმარისად განათლებული იყო და შეიძლება ითქვას არც საკმარისად ჭკვიანი და ამიტომაც ითვლებოდა ხელმოცარულად. მთელი თავის ცხოვრება ერთ საქმეს აკეთებდა, მუდამ ერთ ადგილას ტრიალებდა და წინ ვერ მიიწევდა, მე კი ვურჩევდი მოშორებოდა ამ საქმეს და სხვა რამ ეკეთებინა.
შემდეგ ისე მოხდა , რომ გოლფის კურსებზე კომიტეტის თავჯდომარედ აირჩიეს. მათ ეს იმიტომ გააკეთეს, რომ სხვას არავის სურდა ეს სამსახური და ამის შემდეგ ჩემი მეგობარი საოცრად რთულ სამუშაოს საკმაოდ ეფექტურად ასრულებდა. დილის 5 საათზე სამსახურში იყო, კონტრაქტორებს ხვდებოდა, მძიმედ მუშაობდა და სახლში საღამოს ცხრის ნახევრამდე ვერ ბრუნდებოდა – თუმცა მას უყვარდა საქმე რომელსაც აკეთებდა და კარგადაც გამოსდიოდა.
მე თვალს ვადევნებდი და ვუთხარი: “კარგი იქნებოდა, თუ გოლფის კურსების კეთებას დაიწყებდი – კარგად გამოგდის ეგ საქმე.”
მან გაიცინა ჩემს სიტყვებზე და მითხრა: ” არ შემიძლია ამის გაკეთება, მე უოლ-სტრიტზე უნდა ვიყო – ესაა ჩემი საქმე.”
“ძალიან კარგი, მაგრამ შენ არ ხარ ბედნიერი უოლ სტრიტზე მუშაობით და არც კარგად გამოგდის ეგ საქმე.” – ვუპასუხე მე.
“არა აქვს მნიშვნელობა, მე იქ უნდა ვიყო”- მიპასუხა მან.
ის დაბრუნდა უოლ სტრიტზე, თუმცა იქ ყოფნით თავს უბედურად გრძნობდა და ზუსტად 5 წლის წინ მან მაინც დაიწყო გოლფის კურსების კეთება. და არ შეიძლება უკეთესად ყოფილიყო, არც უფრო ბედნიერი – პირველად მის ცხოვრებაში ჩემს მეგობარს კარგად გამოსდის, რასაც აკეთებს, პირველად მის ცხოვრებაში იგი ბედნიერია…
თარგმანი: 4motivi.com