ისტორია ადამიანისა, რომელმაც დიდი ბრიტანეთის იმპერიის დამარცხება მოახერხა და 350 მილიონ ადამიანს აჩუქა თავისუფლება. მისი მიზანი ინდოეთის დამოუკიდებლობა იყო, სტრატეგია მშვიდობა – იარაღი კი ადამიანობა.
ეს არაჩვეულებრივი ფილმი მაჰათმა განდის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს და ვფიქრობთ ჩვენი მკითხველისთვის მისი ნახვა ძალზედ საინტერესო და ამავდროულად სასარგებლო იქნება.
უდავოდ აღნიშვნის ღირსია ის ფაქტიც, რომ ამ ფილმმა 8 ოსკარი დაიმსახურა.
ასევე შემთხვევით ვისარგებლებთ და გირჩევთ წაიკითხოთ მაჰათმა განდის ავტობიოგრაფია, რომელიც წიგნის სახით გამოიცა და ქართულ ენაზეც არის ნათარგმნი გამომცემლობა: “ქართული ბიოგრაფიული ცენტრის მიერ”
წიგნის სახელია: “ჩემი ავტობიოგრაფია ანუ ჭეშმარიტების ძიების გზაზე.”
უყურეთ ფილმს