Skip to content

რვა შეკითხვა სიცოცხლის შესახებ

-მოგნატრებია?
-მე ძალიან ბევრჯერ მომნატრებია, ხანდახან იმაზე მეტად მომნატრებია, რასაც მონატრება ქვია.
-გიტირია?
-მე მიტირია, ხანდახან სიხარულითაც მიტირია, მაგრამ ეს მხოლოდ ხანდახან. ბევრჯერ მომნატრებია სიხარულის ცრემლები, მაგრამ რაღადროს სიხარულია.
-გყვარებია?
-მე მყვარებია, ძალიან მყვარებია, გამიგია როდესაც ადამიანი გიყვარს, სამყარო სხვანაირი გეჩვენება,ამქვეყნად არაფერი გწყინს, ყველაფერი გიხარია, თვალები გიბრწყინავს და გგონია რომ ყველაზე ბედნიერი შენ ხარ. მაგრამ საკმაოდ ძნელია როდესაც ამ ბედნიერებას კარგავ, ბედნიერების დაკარგვით ხომ უბედურების დაწყებას ეგებები.
-გიოცნებია?
-ძალიან ბევრი მიოცნებია, ყოველთვის იმაზე ვოცნებობდი რაც არასდროს იქნებოდა.
იმიტომ დარჩა ოცნება ოცნებად.
-დაგიკარგავს?
-დამიკარგავს,ხანდახან მგონია მთელი ცხოვრება დავკარგე ერთი ადამიანის დაკარგვით, მგონია ყველა ადამიანმა დამივიწყა, თუმცა ეს უბრალოდ მგონია…..
-გიპოვნია?
-კი მიპოვნია მაგრამ ალბათ იმიტომ ვიპოვნე რომ დამეკარგა.
-თვითმკვლელობაზე გიფიქრია?
-მიფიქრია ძალიან ბევრჯერ, მაგრამ ეს ადრე იყო, როდესაც ადამიანი თავსი მოკვლას გადაწყვეტ, ამდროს ყველაზე ეგოისტი ადამიანი ხდები, ამდროს ყველას უარყოფ და მარტო საკუთარ თავზე ფიქრობ,
ვერ ხვდები რამდენ ადამიანს შეიძლება ატკინო გული… იმ ადამიანებს რომლებსაც ყველაზე მეტად უყვარხარ. თვითმკვლელობა სიმხდალეა. როდესაც თავის მოკვლას გადაწყვეტ და ამის მეტნაკლებად განხორციელებას ცდილობ, სწორედ მაშინ ყველაზე მეტად გინდა სიცოცხლე….
-რა არის სიცოცხლე?
-სიცოცხლე ცეცხლს მიაგავს, მისი დასაწყისი ალია ხოლო დასასრული კი ფერფლი, მაგრამ ვისთვის როგორ… ზოგის სიცოცხლე აალებასაც ვერ ასწრებს….
ხანდახან ყველაზე რთული იმ კითხვაზეა პასუხის გაცემა რომლის პასუხიც, ყველაზე უკეთ იცი.
ხანდახან შეიძლება ისე მოგენატროს ადამიანი რომ, იფიქრო დრო ცოტა უფრო გაიწელოს სანამ ნახავ, რადგან ეს მონატრება გსიამოვნებს.
არსებობს წუთები როდესაც ყველაზე მეტად გიყვარს და ამდროს, ყველაზე მეტად გეჯავრება.
ხანდახან ფიქრობ რომ სრულიად შეიცვალე, მაგრამ ადამიანები არ იცვლებიან, უბრალოდ ცხოვრება იცვლება.
დრო ვერასდროს დაგვავიწყებს ვერც დიდ ტკივილს, და ვერც დიდ სიხარულს.