Skip to content

ყველაფერი რასაც ფიქრობთ, რომ იცით სიღარიბის შესახებ მცდარია

მსოფლიო ბანკის ყოფილი ეკონომისტისა და ჰარვარდის პროფესორ ლანტ პრიტჩეტის მიერ 2010 წლის მარტში ავსტრალიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე გაკეთებულმა განცხადებებმა, ერთგვარ შოკისმომგვრელ რიალობას ახადა ფარდა.
მდიდარი ადამიანები განვითარებად ქვეყნებში  არიან უფრო ღარიბები ვიდრე ღარიბი ადამიანები მდიდარ ქვეყნებში 
 როგორც მისი კვლევები ცხადყოფს, როდესაც ვსაუბრობთ მდიდარ ადამიანებზე, წარმოვიდგენთ მილიონერებს მდიდრულ სასახლეებში, ხოლო ნამდვილად მდიდარი ადამიანების რაოდენობა ღარიბ ქვეყნებში სტატისტიკურად უმნიშვნელოა.
ადამიანების სიღარიბეს განაპირობებს ის, თუ სად ცხოვრობენ ისინი და არა ის, თუ ვინ არიან
პრიტჩეტი ამბობს, რომ ტიპიური განსაკუთრებული უნარების არმქონე მუშა ჰაიტიზე 1 საათში გამოიმუშავებს 80 ცენტს. კვლევები აჩვენებს, რომ თუ იგივე პიროვნება წავა აშშ-ი, მაშინ იგი 1 საათში გამოიმუშავებს 8.5 დოლარს. ამის მიზეზი არის არა სიზარმაცე ან გაუნათლებლობა, არამედ ის, რომ საზოგადოება სადაც ეს ადამიანები ცხოვრობენ ვერ ახდენს მათი უნარების პროდუქტიულ გამოყენებას.
განათლება და ტექნოლოგიები არ არის პასუხი სიღარიბის დასაძლევად.ერთი საერთო რწმენა იმ ადამიანებს შორის, რომლებიც  განვითარების საკითხებზე მუშაობენ არის ის, რომ კარგად განვითარებულ საგანმანათლებლო სისტემას შეუძლია ქვეყნების გარდაქმნა, თუმცა პრიტჩეტის კველევები სხვა რამეს ამბობს. ადამიანების აღჭურვა მეტი უნარებით ავტომატურად არ წაიყვანს მათ განვითარებისაკენ. ქვეყნების, სადაც საგანმანათლებლო სისტემების დახვეწა ხდება, საშუალოდ  ნელა ვითარდებიან. როგორც პრიტჩეტი ამბობს, ამის ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ თუ კორუმპირებული ბიუროკრატიის სათავეში მოვიდა განათლებული პიროვნება, მას შეუძლია შექმნას უფრო რთული კორუფციული მექანიზმები. მას შემდეგ, რაც ტექნოლიგიების განვითარება ხდება მდიდარ ქვეყნებში, იგი იაფად ხელმისაწვდომი ხდება ღარიბ ქვეყნებშიც და ეს კიდევ უფრო ურთულებს ნაკლები უნარების მქონე ადამიანებს სიღარიბისაგან თავის დაღწევის შანსებს.

ღარიბი ადამიანების დახმარების საუკეთესო გზა არის ის, რომ დავეხმაროთ მათ იმუშაონ ინდუსტრიულად განვითარებულ ქვეყებში.

პრიტჩეტის მიხედვით, ღარიბი ადამიანების დახმარების მნიშვნელოვან გზას წარმოადგენს მათთვის დროებითი ვიზების მიცემა, რათა იმუშაონ განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში. ღარიბი ქვეყნების მთავარ აქტივს იაფი და გაუნვითარებელი უნარების მქონე სამუშაო ძალა წარმოადგენს და როდესაც მდიდარი ქვეყნები მათ არ აძლევენ თავისუფალი გადაადგილების საშალებას, ამით უფრო ამწვავებენ ადამიანების სიღარიბეს. დროებითი ვიზები ღარიბი ქვეყნების პრობლემას ვერ გადაჭრის, მაგრამ 3 წლიანი ვიზების მიცემა დაეხმარებათ ფულის გარკვეული რაოდენობის დაგროვებასა და სამშობლოში ოჯახებთან დაბრუნების შემდეგ ცხოვრებისათვის უკეთესი მიმართულების მიცემაში. 

მოამზადა გივი კუპატაძემ – ეკონომიკის ანალიტიკოსი

შეკითხვებისათვის დაუკავშირდით: https://www.facebook.com/givi.kupatadze