საღამოს, როცა მაღაზიიდან ნავაჭრით სავსე გამოვედი, შევნიშნე, მოპირდაპირე მხრიდან კაცი ნაგვის ურნისკენ მიემართებოდა.
ნავაჭრი მანქანაში ჩავაწყვე და ისევ გავხედე, მას უკვე მიეღწია ურნასთან და იქექებოდა. იქიდან საჭმლის ნარჩენები ამოეწყო და საკუთარ ჩანთაში ალაგებდა. კაცი არავის აწუხებდა, არ აჩერებდა და არ სთხოვდა ფულით დახმარებას.
ამბავმა გული შემიკუმშა…
არ ვარ ის ადამიანი, ვინც ქუჩაში გაჭირვებულებს ეხმარება, რადგან სინამდვილეში ბევრ მათგანს სრულიადაც არ უჭირს და უბრალოდ თავს იკატუნებს. ამ კაცის ამბავმა კი სხვანაირად იმოქმედა ჩემზე. ადრე არასდროს შევხვედრილვარ ვინმეს, ვინც საკვებს ეძებდა ნაგავში…
მივხვდი, შემეძლო მცირედით მაინც დავხმარებოდის… მივედი და საკვების ყიდვა შევთავაზე. კაცი დამთანხმდა და მადლიერება გამოხატა…
ვუთხარი, გამომყოლოდა…
მენიუში ყველაზე ნოყიერი საკვები ავარჩიე. მიმტანმა შეკვეთა მოიტანა და მაგიდაზე დააწყო. მაშინ კაცმა ერთადერთი რამ მთხოვა, ცხელი ჩაის შემეკვეთა მისთვის. რა თქმა უნდა, მისი თხოვნა შევასრულე.
როგორც გავარკვიე კაცს სტივი ერქვა. როცა მისი და გარდაიცვალა, სტივი უსახლკაროდ დარჩა.
ვუთხარი, რომ მისთვის ვილოცებდი… მანაც მადლობა გადამიხადა და მე უკან, მანქანასთან დავბრუნდი. ვიგრძენი, გულში რაღაც სიმძიმე დამრჩა, რაც უკან მექაჩებოდა… გადავწყვიტე, დავბრუნებულიყავი და დახმარება შემეთავაზებინა… ასეც მოვიქეცი…
სტივს არაფერი უთხოვია, არც ფული, არც რაიმე ძვირადღირებული. მე საკვები შევთავაზე.
„ეს უდიდესი სიკეთე იქნება თქვენი მხრიდან !“ – მიპასუხა მან.
მეც საკვები და მაკდონალდსის სასაჩუქრე ბარათი შევიძინე და მივეცი.
სტივს ცრემლები გადმოცვივდა. „დღეს თქვენთვის ვილოცე“ – ცრემლიანი თვალებით შემომხედა კაცმა. ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა. „თქვენთვის ვილოცე, რომ ღმერთს ჩემთვის გამოეგზავნეთ !“
შეიძლება სტივი მართალი იყო… ღმერთმა მართლა ისმინა მისი ლოცვა და მის ცხოვრებაში მიმავლინა, ან ღმერთმა თავდ ის მოავლინა ჩემ ცხოვრებაში თვალების ასახელად, რათა დამეფასებინა ყველაფერი, რაც მაქვს… რათა შემეფასებინა, როგორ გამიმართლა სინამდვილეში.
„კიბო მაქვს და მალე მოვკვდები !“ – მითხრა სტივმა. ვერ შევძელი დამემშვიდებინა… მხოლოდ ის ვუთხარი, მისთვის ვილოცებდი… მან თქვა, რომ დაიღალა ასე ცხოვრებით და სიკვდილი შვებადაც კი ესახებოდა.
ასე ვიდექით მაკდონალდსის წინ მე და სტივი და ვლოცულობდით.
იმედი მაქვს, შევძელი და ცოტაოდენი რწმენა მაინც მივეცი.
თქვენ ყველანი შეამჩნევდით, ყველას აქვს საკუთარი ისტორია… მე ვიცი ახლა სტივის ამბავი !
მე ვიცი და ვაცნობიერებ ახლა იმას, როგორი დალოცვილი ვარ… როგორ გამიმართლა, რომ მყავს ოჯახი, მეგობრები, მანქანა, საკუთარი ჭერი, სუფთა სამოსი და ფული ცხელი საკვების შესაძენად.
ზოგჯერ ღმერთი გარკვეულ სიტუაციებს განგებ გვიგზვანის, რათა შევძლოთ გაანალიზება და დაფასება იმისა, რაც მოგვცა !