Skip to content

როგორ ვებრძოლოთ დეპრესიას თინეიჯერებში

„თინეიჯერი“ ეს სიტყვა უმეტესობისთვის რთული ასაკისა და შეცვლილი ხასიათის ასოციაციას იწვევს.

მშობლებს უნდა ესმოდეთ, რომ ამ ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია თინეიჯერებმა შეძლონ და დაუმეგობრდნენ საკუთარ თავს. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ მათ გამოიმუშაონ თვითშემწყნარებლობა, რომელიც მენტალური ჯანმრთელობის გასაღებია.

გთავაზობთ, პროფესორ კარენ ბლუტის გაკვეთილებს საკუთარი პროგრამიდან, რომელიც თვითშემწყნარებლობის მეშვეობით რთული ასაკობრივი პრობლემების გადალახვას უწყობს ხელს.

როგორ გამოვუმუშავოთ თინეიჯერებს თვითშემწყნარებლობა ?

საერთო საზოგადოება – თინეიჯერებს უნდა ესმოდეთ, რომ ისინი არ არიან მარტო, რომ რასაც ისინი განიცდიან – დაუცველობის განცდა იქნება ეს თუ მოწყენილობა, საერთოა ყველა თინეიჯერისთვის. შეიძლება ეს ზოგს არ ეტყობა გარეგნულად, მაგრამ ნამდვილად ასეა. ცვლილებები ჩვენს ტვინში მიმდინარეობს, შესაბამისად, ეს ცვლილებები თინეიჯერებს აგრძნობინებს, რომ რაც ხდება მათი ბრალი არ არის და ამაში ცუდი არაფერია.
გონიერება.

ხშირად თინეიჯერები გრძნობენ, რომ ემოციები რომელიც დაუგროვდათ მალე იფეთქებს. ამ დროს მათ უნდა ვასწავლოთ ემოციების მართვა.

სიკეთე

ხშირად უნა მოვუწოდოთ თინეიჯერებს ჩაჰკიდონ ხელი საკუთარ გულს, უბიძგონ და ჩაეხუტონ მას. როდესაც ადამიანი კეთილად ექცევა საკუთარ თავს, გამომუშავდება ჰორმონი, რომელიც პასუხისმგებელია კარგ განწყობაზე.

ატარო თინეიჯერის სტატუსი ნიშნავს გაუმკალვდე ბევრს. ამიტომ უნდა წავახალისოთ ისინი გაუმეორონ საკუთარ თავს ტკბილი სიტყვები, ან გააკეთონ კარგი რამ საკუთარი თავისთვის, თუნდაც მცირე საჩუქრები, რაც უყვართ და აბედნიერებთ.

რატომ სჭირდებათ თინეიჯერებს თვით-შემწყნარებლობა ?

საკუთარ თავთან დამეგობრება, შესაბამისად შეყვარება და ისეთად მიღება, როგორიც ის არის, მნიშვნელოვანია თინეიჯერებისთის. განსაკუთრებით შემდეგი რისკის ქვეშ მყოფი ახალგაზრდებისთვის: დეპრესია, კვებითი დარღვევები, გენდერული დისფორია და სუიციდი.
საპილოტე კვლევებმა აჩვენა, თინეიჯერები ვინც საკუთარ თავს უმეგობრდება აქვს უმჯობესი მენტალური ჯანმრთელობა, ხდება უფრო გონიერი და დაფიქრებული. შესაბამისად, მცირდება დეპრესია, სტრესი და შფოთვა. ასეთი თინეიჯერები ხდებიან უფრო მოქნილები და მზად არიან გაუმკლავდნენ ახალ გამოწვევებს.

უთხარით თქვენს თინეიჯერ შვილებს, თუ ისინი კეთილები და შემწყნარებლები იქნებიან საკუთარი თავისა და ქმედებების მიმართ, მიხვდებიან, ეს იმიტომ, რომ მართლა იმსახურებენ ასეთ მოპყრობას. ამ ქმედებით ისინი იქნებიან დაფასებულები და დააფასებენ თავადაც.

თინეიჯერები უნდა აცნობიერებდნენ თავიანთ უნიკალურ როლს პლანეტაზე, რათა ირწმუნონ შესაძლებლობების, რომელიც მათ ხელშია.