Skip to content

გაიღიმე დღეს და შეიძლება ხვალ ბევრი იცინო

… გამარჯობათ, მე ლილუ მქვია და კლინიკაში ვმუშაობ, სამედიცინო ახლახანს დავამთავრე და პარალელურად ფსიქოლოგიის კურსებს გავდივარ, ბევრი ინფორმაცია დავაგროვე ამ წლების განმავლობაში, ადამიანის ფენომენის შესახებ…
ამას რატომ გიყვებით ?

მე 26 წლის ვარ და იმის და მიუხედავად რომ ჯერ მაინც პატარა ვარ, ბევრმა პაციენტმა და ავადმყოფობამ გაიარა ჩემს თვალწინ და ხელში.

ნათლად მახსოვს ის დღეები როცა პაციენტებზე მიწევდა იმის თქმა თუ რა რთულად ჰქონდათ ჯანმრთელობა, ან იმის რომ გამოსავალი არ არსებობდა , ან კიდევ იმის რომ სიმსივნე აქვთ რომელიც ვეღარ განიკურნებოდა, ამასთან ერთად კი მათი დამშვიდება და იმაზე საუბარი თუ რატო უნდა იბრძოლო სიცოცხლისთვის.

რთულია ადამიანს სიმშვიდის შენარჩუნება სთხოვო მაშინ როცა ეუბნები რომ რამდენიმე წლის ან თვის სიცოცხლე აქვს დარჩენილი, რთულია უთხრა რომ ისევ გაიღიმოს და რომ სიცოცხლე მშვენიერია…

არასდროს მხიბლავდა ამ პოზიციაში ყოფნა, სიმშვიდე ამ დროს თავად უნდა შემენარჩუნებინა და პროფესიულად მივდგომოდი საქმეს, ეს წლებთან ერთად გამოვიმუშავე და უკვე მარტივად აღვიქვამ ასეთ საკითხებს.

როცა ფსიქოლოგიის კურსებს გავდიოდი, პრაქტიკაზე მომიწია ყოფნა სადაც უამრავი ახალგაზრდა ვნახე, სხვადასხვა დაავადებებით და ისტორიებით, როცა ამ განვლილ ცხოვრებას გადავხედავ ხოლმე, ვხვდები რამდენი ცუდი და რამდენი უბედურება ხდება ადამიანების გარშემო და ვხვდები რომ ეს ადამიანები ვინმემ უნდა დაარწმუნოს იმაში რომ ისინი განსაკუთრებულები არიან და რომ არ შეწყვიტონ სიცოცხლის სიყვარული და ბოლო წუთამდე შეირგონ თითოეული ამოსუნთქვა…

ამ ყველაფრის მერე როცა ასეთი დარწმუნებული ხარ რომ ცხოვრება მშვენიერია და ყველაფრისთვის ღირს ბრძოლა, დგები მომენტის წინაშე როცა საკუთარი თავი უნდა დაამშვიდო და დაარწმუნო ამაში… დღეს გამოკვლევამ აჩვენა რომ თავის ტვინში კისტა მაქვს, რომელიც როგორ საშიში არაა, ასეთივე საშიშია, 1 სანიტიმეტრის ოვალური ბურთი რომელიც ნებისმიერ წამს შეიძლება გასკდეს და სისხლდენა წარმოქმნას ტვინში. იცით ამის მერე რა მოხდება ? მაქსიმუმ 10 წუთი მექნება სუნთქვის შესაძლებლობა და მერე მორჩა..

ეხლა კი დამიდგა ის მომენტი როცა საკუთარი თავის დარწმუნება მიწევს იმაში რომ ამაზე არ ვიფიქრო, სიმშვიდე შევინარჩუნო და დავტკბე დარჩენილით…
ეხლა მესმის თითოეული იმ ადამინის ვის დარწმუნებასაც წლები ვცდილობდი და ვიცი რა აბსურდია როცა ცოცხლად მდგარ მომაკვდავს სიცოცხლის სიყვარულს გაძალებენ. ამ მომენტში საოცარი ბრაზი გიპყრობს და სინანული რომ დააკლდები ამ უსამართლობით მაგამ უსაზღვრო სილამაზით სავსე სამყაროს, სინანული იმის რომ დღეს შეიძლება ბოლოჯერ გნახოთ, ემოციების ქაოსი იყრის შენში თავს და არ გეშვება…

ხვალე კარგი ამინდია , მაგრამ ისიც კი არ იცი გაქვს კი შენ ხვალე…
საკუთარ თავთან და აზრებთან ბრძოლის მერე მივაგენი საუკეთესოს.
ეს ეტაპი ყველამ ასე უნდა გამოიაროს, სრულიად გასაგებია როცა ბრაზდები, გწყინს, გეტირება და აღარ გინდა , მაგრამ ბოლოს ხვდები რომ ეს შანსია იმისი,გამოასწორო დაშვებული შეცდომები, ეცადო თუნდაც, არ მოშორდე საყვარელ ადამიანებს, დანერგო ბევრი ბედნიერება და სიხარული, გაუღიმო ყველას , დარჩე პოზიტიური და გააკეთო ყველაფერი იმისთვის რომ სიცოცხლეს უფრო დიდი ფასი შესძინო ვიდრე აქვს ან აქამდე ქონდა… აი ამის მერე მართლაც რომ შეიყვარებ სიცოცხლეს, თუნდაც რომ ცოტაღა გქონდეს დარჩენილი, ამის მერე დააფასებ ყველას, დააფასებ იმ დიდ საჩუქარს რასაც სიცოცხლე და ბედნიერება ჰქვია, რომელსაც ჩვენ საერთოდ ვუკარგავთ აზრს და ფასს და მერე ვიღაცას ვაბრალებთ ჩვენ არასწორ ცხოვრებას.

სიცოცხლის ფასი მართლაც რომ არაფერია, არ აქვს მნიშვნელობა რამდენ ხანს ცოცხლობ ან როგორ, მთავარია ერთი დღეც არ გაატარო სიყვარულის და ღიმილის გარეშე, გადაიღო ბევრი ფოტო რომ არასდროს მიეცე დავიწყებას, გააკეთო ბევრი სიკეთე რომ საკუთარი თავის კმაყოფილება შეძლო და სხვას სიცოცხლის აზრი დაანახო, იყო ყველსთან ვის გამოც გაღვიძება გიყვარს და შეძლო პატიება ყველასი თუნდაც ძალიან გტკიოდეს და რა იცი იქნებ ბოლოს სასწაულისაც კი დაიჯერო და აგიხდეს.

„გაიღიმე დღეს და შეიძლება ხვალ ბევრი იცინო“.

ლილუ

ეკატერინა გელაშვილი