ადამიანებს, რომლის ასაკი 50 წელი და ცოტა მეტი იყო, ჰკითხეს, თუ რას გააკეთებდნენ, 20-30 წლის ასაკში რომ დაბრუნებულიყვნენ და რა რჩევას მისცემდნენ ახალგაზრდებს. პასუხების უმრავლესობა, ძალიან მარტივი და ჭკვიანური იყო. ამიტომ, მათი აზრი ბევრისთვის იქნება საინტერესო, განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობისთვის.
1. თავი დაანებეთ მოწევას. ეს ძალიან ძვირიანი სიამოვნება არის და თან არასასიამოვნო სუნიც აქვს. გარდა ამისა, 100% გარანტირებულია, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, პრობლემებს გამოიწვევს. თუ გინდათ, რომ 50 წლის ასაკში, კიბოს დიაგნოზით არ იწვეთ ონკოლოგიურში, ახლა სწორედ ის დრო არის, რომ მოწევას თავი დაანებოთ.
2. გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალებები. გინდათ ნაოჭიანი, მშრალი, აქერცლილი და თხელი კანი? მაშინ წადით პლაჟზე და დატკბით მზით დამცავი კრემის გარეშე.
3. ეკონომიურად ხარჯეთ ფული. ეს სასიამოვნო რჩევა არ არის, მაგრამ საჭიროა. 30 წლის ასაკში, ადამიანი იმაზე მეტს გამოიმუშავებს, ვიდრე საჭიროება მოითხოვს. ამიტომ, ყოველთვის გადაინახეთ ცოტა-ცოტა. დღეს თუ ეკონომიას გააკეთებთ, დროთა განმავლობაში, საკმაოდ დიდი თანხა დაგიგროვდებათ.
4. შეინარჩუნეთ კარგი ურთიერთობა მშობლებთან. თუ თვლით, რომ ოჯახის წევრებს თქვენი არ ესმით — უნდა ისწავლოთ მათი გაგება და ახლობლებთან ურთიერთობის აწყობა. ოჯახური კავშირები ძალიან მნიშვნელოვანია. მალე მიხვდებით, რომ სწორედ ეს არის ყველაზე დიდი სიმდიდრე ცხოვრებაში.
5. მოაგროვეთ მოგონებები, და არა საგნები. თქვენ — თქვენი ცხოვრებისეული გამოცდილება ხართ. ძალიან მოსაწყენია 50 წლის ასაკში გაღვიძება და იმის გაცნობიერება, რომ მატერიალური სიკეთის გარდა, ვერაფერი მოაგროვეთ. მოაგროვეთ მოგონებები – მათი გადაგდება შეუძლებელია და არც არასოდეს გაუფასურდება.
6. ისწავლეთ გაცემა. გააკეთეთ სიკეთე. მიეცით ადამიანებს ის, რაც მათ სიხარულს მოუტანს. მაგრამ, ეს მთელი გულით და სულით გააკეთეთ. ნუ მოითხოვთ ამისთვის სამაგიეროს. და მაშინ, თქვენი გულიც სიყვარულით აივსება.
7. დაკავდით სპორტით. ეს მართლაც მნიშვნელოვანი არის. იცხოვრეთ აქტიური ცხოვრების წესით ახლა, მაშინ თქვენ საკმარისად აქტიური იქნებით 50 წლის ასაკშიც. მოიცილეთ ჭარბი წონა. ეცადეთ ყოველთვის სტანდარტული წონის ფარგლებში იყოთ.
8. იმით გაიხარეთ, რაც გაქვთ. ბედნიერება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სახელი და წარმატება. წუწუნის ნაცვლად, იმით გაიხარეთ რაც გაქვთ, და თქვენ ნამდვილად ბედნიერი იქნებით.
9. გადაეჩვიეთ საქმის მომავლისთვის გადადებას. სახლის ყიდვა გინდათ? გინდათ მიიღოთ სამეცნიერო ხარისხი ან მეორადი განათლება? კარიერის შეცვლის სურვილი გაქვთ? გინდათ რომელიმე ინსტრუმენტზე დაკვრა ისწავლოთ? ბიზნესის მიტოვება და საკუთარ თავზე გინდათ მუშაობა? მაშინ დღეს დაიწყეთ. და ნუ იტყვით, რომ ამას მომავალში დაუბრუნდებით. დრო 30 წლის შემდეგ, თითქოს ჩქარდება და ოცნება ოცნებად რჩება.
10. დაიცავით დღის რეჟიმი. გამოიძინეთ. იძინეთ საკმარისი დროის მანძილზე. დაწექით და ადექით ერთი და იმავე დროს. თუ უძილობა გაწუხებთ, აუცილებლად მოაგვარეთ ეს პრობლემა.
11. იზრუნეთ კბილებზე. ასაკის მატებასთან ერთად, სტომატოლოგიური პრობლემები უფრო მეტად იზრდება, ხოლო მკურნალობა უფრო მეტ დროს და სახსრებს მოითხოვს. ამიტომ, ნუ დაელოდებით იმ მომენტს, როდესაც ექიმის ჩარევა აუცილებელი გახდება. როგორც კი პრობლემას აღმოაჩენთ, მაშინვე მოაგვარეთ ის.
12. იყავით ცნობისმოყვარე. გამოდით სახლიდან და გააკეთეთ რამე არაორდინალური. ჩაერთეთ ნამდვილ თავგადასავალში! გადაიღეთ ფოტოები, იარეთ ყველგან ახლობლებთან ერთად. ეს მოგონებები გაგათბობთ და გაგახალისებთ ხანდაზმულობის ასაკში.
13. ნუ მიირთმევთ ნახევარფაბრიკატებს და საკვებს სწრაფი კვების ობიექტებიდან. ცხოვრების მანძილზე, შეგიძლიათ უამრავი ფული გამოიმუშაოთ და ნებისმიერ რამეზე დახარჯოთ. მაგრამ ჯანმრთელობის ყიდვა შეუძლებელია.
14. წელიწადში თუნდაც 10 კარგი წიგნი წაიკითხეთ. თქვენს ტვინს მუდმივად განვითარება ესაჭიროება. ამიტომ, დროს ნუ დაკარგავთ ტელევიზორზე და ვიდეოთამაშებზე.
15. ისწავლეთ მედიტირება. ეს სულ ცოტა დროს დაგაკარგვინებთ, ხოლო თქვენი ცხოვრება საოცრად შეიცვლება.
16. იმოგზაურეთ რაც შეიძლება ბევრი. მოგზაურობა ცვლის ყველაფერს. ის შთაგაგონებთ. შიშებისგან გათავისუფლებთ. მოგზაურობა ის არის — რაც სიცოცხლეს შეგაგრძნობინებთ.
17. ნუ შეადარებთ საკუთარ თავს სხვას. დაიჯერეთ, როდესაც 50 წლის გახდებით, თქვენთვის სულერთი იქნება, რა შთაბეჭდილებას მოახდენთ ირგვლივმყოფებზე.
18. აწარმოეთ დღიური. ცხოვრების მანძილზე უამრავი რამ შეიძლება გადაგხდეთ და ბევრი რამ, შეიძლება დაგავიწყდეთ. ამიტომ, ჩაიწერეთ ყველაფერი და აუცილებლად შეინახეთ ფოტოსურათები.
19. გაუფრთხილდით მეგობრებს. იყავით იმ ადამიანების წრეში, ვისაც თქვენთვის კარგი უნდა და ყოველთვის თქვენს დახმარებას ცდილობენ.
20. დაიმკვიდრეთ საკუთარი ადგილი. მართალია, ამის გაკეთება რთულია ჩვენს რეალობაში, მაგრამ, გააკეთეთ ყველაფერი, რაც შეგიძლიათ — მთავარი კი ის არის, რომ თქვენ, ამ ადგილზე, თავს კარგად გრძნობდეთ.
ლალი ადიკაშვილი