სალომე ჟორჟოლიანი – “კარიერული წარმატების ჯგუფის” მმართველი პარტნიორი
თანამდებობის და სტატუსის მიუხედავად ყველა ადამიანი წარმატებულად მიმაჩნია, ვისაც აქვს საკუთარი პროფესიული სურვილების განხორციელების შესაძლებობა და ამით უდიდეს შრომით კმაყოფილებას განიცდის. მჯერა ადამიანის სურვილების ძალის და საკუთარ თავში სასურველი წარმატების მიღწევის სწორი გზების დანახვის.
მოძრაობა და შეუჩერებელი სვლა არის პროგრესის განმაპირობებელი, მაშინაც კი, თუ იგრძნობთ, რომ ყველა რესურსი გადაწურულია, მოძრაობას ირიბად ან პირდაპირ მაინც მოაქვს შედეგი. ეს არის ერთ-ერთი დიდი ჭეშმარიტება, რაც პროფესიულმა გამოცდილებამ დამანახა.
ჩემს მთავარ მიღწევად საკუთარი თავი მგონია, იმ სხვადასხვა ქარიშხლების და გამოწვევებით აღსავსე სირთულეების დაძლევის გათვალისწინებით, რაც შემხვედრია .
რთული იყო საქართველოს დასაქმებს ბაზარზე დამკვიდრება, დიდი კონკურენციის და სტარტაპის შეზღუდული შესაძლებლობების პირობებში. ნდობის მოპოვება და კარგი რეპუტაციის დამკვიდრება არ იყო მარტივი, თუმცა თანამიმდევრულმა ნაბიჯებმა, დასაქმებული ადამიანების შემთხვევების მატებამ მოკლე დროში ჩვენი მომხმარელების კმაყოფილების მიღწევა განაპირობა. სწრაფად მოვიპოვეთ ცნობადობა და რაც მთავარია ნდობა.
ადამიანს ბევრი სხვადასხვა ტიპის განსაცდელი ხვდება ცხოვრებაში. ამოცანის ამოხსნა ყველამ საკუთარი ძალებით, საკუთარი პიროვნული სიძლიერით უნდა შეძლოს და იპოვოს გზა საკუთარი მონდომებით, შრომით და ინტუიციით.