დაახლოებით ორი ათასწლეულის წინ, მეორე საუკუნეში რომაელმა ექიმმა გალენმა ყურადღება მიაქცია იმას, რომ სოცოცხლის მოყვარული ქალები უფრო იშვიათად ავადდებოდნენ ვიდრე ქალები, რომლებიც ხშირად იმყოფებოდნენ დათრგუნულ მდგომარეობაში. ჯერ კიდევ 1701 წელს ინგლისელმა ექიმმა გენდრონმა ტრაქტატში, რომელიც მიუძღვნა ბუნებას და სიმსივნის მიზეზებს, მიუთითებდა სიმსივნის ურთიერთკავშირზე ცხოვრებისეულ ტრაგედიებთან, რომლებიც იწვევდნენ ძლიერ უსიამოვნებას და მწუხარებას. მოვიყვანოთ რამდენიმე კონკრეტული შემთხვევა მისი წიგნიდან, შეიძლება ითქვას რომ ეს არის პატარ-პატარა ქეისები მისი პაციენტების შესახებ:
როდესაც მისის ემერსონს გარდაეცვალა ქალიშვილი, მან ძალიან მძიმედ გადაიტანა მისი დაკარგვა და მალევე შეამჩნია რომ მისმა მკერდმა მოიმატა ზომაში და შეაწუხა ტკივილმა. საბოლოოდ მას აღმოაჩნდა სიმსივნე, რომელმაც მოკლე ხანში მოიცვა მკერდის დიდი ნაწილი, მანამდე მას არაფერი არ აწუხებდა.
კაპიტანის თანაშემწის ცოლი, მას შემდეგ რაც მისი მეუღლე ფრანგებმა შეიპყრეს და ჩასვეს ციხეში, ისე განიცდიდა ამ მოვლენას რომ დაემართა მკერდის კიბო, დაავადება იმდენად პროგრესირებული იყო რომ ექიმი უძლური აღმოჩნდა. აქამდე მას არავითარი ჩივილით ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ექიმისთვის არ მიუმართავს.
1783 წელს ჰანას კლასიკურ ნაშრომში „მკერდის კიბო“ პირდაპირ დასტურდება, რომ ემოციური ფაქტორები გავლენას ახდენენ სიმსივნის ზრდაზე, მაგალითის სახით ავტორი მოგვითხრობს კონკრეტული პაციენტის შესახებ, რომელმაც გადაიტანა ქმრის გარდაცვალებით გამოწვეული ნერვული შოკი. მალე მისმა სიმსივნემ დაიწყო ზომაში მომატება და პაციენტი გარდაიცვალა.
1870 წელს სერ ჯეიმს პედიჯეტი თავის ნაშრომში „ქირურგიული პათოლოგია“ ირწმუნებოდა, რომ სტრესი თამაშობდა მთავარ როლს სიმსივნის წარმოქმნაში: შემთხვევები, როცა გადატანილი ძლიერი განცდების, აუსრულებელი იმედების ან იმედგაცრუებების შემდეგ ვითარდება სიმსივნის წარმოქმნა და ზრდა, იმდენად ხშირია, რომ ძნელია ეჭვის შეტანა იმაში, რომ სტრესი არის ონკოლოგიური დაავადებების წარმოქმნის სერიოზული ფაქტორი.
პირველი კვლევა ემოციური სტრესისა და სიმსივნის კავშირზე, რომლშიც გამოიყენეს სტატისტიკა, ჩატარდა 1893 წელს სნოუს მიერ. თავის ნაშრომში „სიმსივნე და მისი განვითარების პროცესი“ აღწერდა რა მისი ფართომაშტაბიანი კვლევის რეზულტატებს, წერდა, რომ 250 პაციენტიდან, რომლებიც ლონდონის ონკოლოგიურ კლინიკაში მკერდის კიბოს სტაციონალურ ან ამბოლატორიულ მკურნალობას გადიოდნენ, 43 შემთვევაში შეიძლება მექნიკური დაზიანების შესაძებლობის დაშვება, რომლებიც წინ უსწრებდა დაავაბას. 15-მა ამ 43-დან დამატებით დააფიქსირა დაავადებამდე გადატანილი ძლიერი განსაცდელების არსებობა. 156 პაციენტის შემთხვევაში დაავადებას წინ უსწრებდა მძიმე და უსიამოვნო მოვლენები, რომლებიც დაკავშირებული იყო ახლობელი ადამიანის დანაკარგთან. მხოლოდ 19 შემთხვევაში არ მოხერხდა რაიმე წინსწრები მიზეზის დადგენა. საბოლოოდ სნოუ ასკვნის, რომ სხვადასხვა ონკოლოგიური დაავადებები გამომწვევი ფაქტორებიდან ყველაზე ძლიერია ნერვოტიკული მიზეზები. მათ შორის ყველაზე ხშირია სულიერი ტრავმები. ეს ფაქტორი სერიოზულ გავლენას ახდენა დაავადების გამომწვევი სხვა ფაქტორების განვითარებაზე. ასევე წერს, რომ ფსიქიკურად დაავადებულები და მთვარეულები გასაოცრად იშვიათად ავადდებიან ონკოლოგიური დაავადებებით.
სამედიცინო ტექნოლოგიებისა და მკურნალობის მეთოდების განვითარებასთან ერთად ამ საკითხის მიმართ ინტერესმა საგრძნობლად იკლო. სამედიცინო სფეროში მყარად მოიკიდა ფეხი აზრმა იმის შესახებ, რომ ფიზიკური პრობლემების გადაჭრა მხოლოდ ფიზიკური მეთოდებითაა შესაძლებელი(Carl & Stephane Simonton, 2001). მიუხედევად ამისა, დღესდღეობით ამ საკითხმა კვლავ დაიბრუნა აქტუალობა და ინტენსიურად მიმდინარეობს მასთან დაკავშირებული კვლევები.
სიმსივნის ფსიქოსომატიკურ ხასიათზე წარმოდგენას შეგვიქმნის ერთი პაციენტის ისტორია, რომლიც მკერდის სიმსივნით იყო დაავადებული. მკურნალობის დაწყებამდე 2 წლით ადრე მას დაეღუპა 14 წლის შვილიშვილი. ის და მისი შვილიშვილი ველოსიპედით წავიდნენ მაღაზიაში პროდუქტების მოსატანად. უკან დაბრუნებისას, უფროსი შვილიშვილი გაუფრთხილებლად წინ გაიჭრა ველოსიპედით, ქალი ეძახდა მას, შეჩერებულიყო და დალოდებოდათ მათ, მაგრამ ბიჭმა არ დაუჯერა და რამდენიმე წუთში გზაჯვარედინზე იმსხვერპლა მანქანამ.
დაკრძალვის შემდეგ, მისმა ქალიშვილმა, ანუ გარდაცვლილი ბიჭის დედამ ჩვენი პაციენტი დაადანაშაულა ბავშვის გარდაცვალებაში. ქალბატონი ამას ძალიან განიცდიდა, მაგრამ გადაწყვიტა, რომ შვილმა ასეთი რამ უთხრა აფექტის მდგომარეობის გამო. ამიტომ ერთი წლის შემდეგ დაუბრუნდა ამ საკითხს და შეეცადა დაემტკიცებინა ქალიშვილისთვის, რომ მას ბრალი არ მიუძღვოდა ბიჭის გარდაცვალებაში. შვილმა ამჯერად უპასუხა, რომ ის ნახევრად მაინც იყო დამნაშავე ამაში.
ამ საუბრის შემდეგ მისი განცდები გახდა საგრძნობლად ძლიერი და ხანგძლივი. და დაახლოებით ნახევარი წლის შემდეგ აღმოაჩნდა მარჯვენა მჯერდის სიმსივნე(Васютин Александр, 2001). ეს მაგალითი კი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავინახოთ აშკარა კავშირი გადატანილ სტრესსა და სიმსივნურ დაავადებას შორის
ავტორი: გიორგი ქიტესაშვილი