1.ზოგჯერ ადამიანებს ჰგონიათ,რომ დღეები ყველანი ერთმანეთს გვანან,სინამდვილეში კი თითოეული დღე განსაკუთრებულია და ნებისმიერ დღეს შეუძლია მოგვიტანოს წარმატება.ამისათვის საჭიროა თავად ვიყოთ მიზანსწრაფულები და გვჯეროდეს ახალი შესაძლებლობების,რომელსაც ცხოვრება გვაძლევს.
2.ჩემთვის იცით რა არის რწმენა ? – გეტყვით. ერთ ლიტერატურულ კონკურსში ვიღებდი მონაწილეობას,რომელშიც თუ გავიმარჯვებდი და ჰონორარს მომცემდნენ ჩემი შვილისთვის მინდოდა მეყიდა ზამთრისთვის თბილი ფეხსაცმელი ,რომელზეც უკვე დიდი ხანი იყო ვოცნებობდით ორივე. სამწუხაროდ კონკურსის გამარჯვებული ვერ გავხდი,მაგრამ ძალიან დიდხანს მეგონა,რომ სიაში ჩემი შეყვანა უბრალოდ დაავიწყდათ.ბოლო წუთამდე მეგონა რომ დამირეკავდნენ და მეტყოდნენ,რომ გავიმარჯვე. ვფიქრობ სწორედ ეს არის ნამდვილი რწმენა.
3.იმედი სიკვდილის შემდეგაც სჭირდება ადამიანს. რწმენა,რომ სიკვდილის შემდეგ, კიდევ არსებობს სიცოცხლე ყველაფერზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის.
4.ნებისმიერ დაბრკოლებას გადავლახავ, ყველაფერს გავუძლებ თუ მეცოდინება რომ გაზაფხულზე ისევ დავინახავ როგორ შრიალებენ აყვავებული ხეები სამყაროში.
5.ოცნება – ოცნებებს აქვს ჯადოსნური ძალა,ამიტომ თუ გაქვს ოცნება მის ასრულებსაც შესძლებ,რადგან ოცნებებს აქვთ ძალა,რომელიც ჯადოსნურია და ადამიანებს შთააგონებს – მიჰყვეს საკუთარ ოცნებას ბოლომდე.
6.მარტოობა – წარმატებისკენ მიმავალ გზაზე სრულიად მარტო ხარ? მე კი ვფიქრობ ეს უკეთესია. რადგან საქმის ნებისმიერი დეტალის მოგვარებას შენ საკუთარ თავს ანდობ და მხოლოდ საკუთარი თავის მიმართ ხარ ანგარიშვალდებული,ამიტომ გქონდეს საკუთარი თავის იმედი და იმოქმედე.
7. ცხოვრება – ცხოვრების ყველაზე საინტერესო გამოწვევა ის არის,რომ ჩვენ საკუთარი მხრებით უნდა ავაშენოთ ჩვენი მომავალი. უნდა ვისწავლოთ,ვიშრომოთ და გავხდეთ წარმატებული ადამიანები. ამ გამოწვევის გარეშე ცხოვრება არ იქნებოდა საინტერესო. დიდი ბედნიერებაა გქონდეს ოცნება,იბრძოლო მისთვის და გახდე ის, ვინც ყოველთვის გინდოდა ყოფილიყავი.