ნუთუ შეიძლება უარყოთ, რომ ის ერთ-ერთი დიდი სიწმინდე არაა?! ერთგულება ხომ ყველა ურთიერთობის დასაბამია.ღალატი კი სისუსტის, სიმხდალის ყველაზე ცუდი გამოვლინებაა. როდესაც ადამიანს ენდობი, ის კი იმედებს გიცრუებს და ასე, გულნატკენს, განადგურებულს გტოვებს. უფალი უამრავ რამეს გვპატიობს და ჩვენ, მოკვდავებს, ცოდვილებს, რა უფლება გვაქვს ვინმეს რამე არ ვაპატიოთ? აბსოლუტურად ყველას ეძლევა მეორე შანსი, ჩვენ მას ვერავის დავუკარგავთ. პატიებით ვპატიოთ, შეიძლება ძალიან გვიჭირს, მაგრამ ჩვენი რელიგია არ გვიშვებს, თითქოს მარწუხებს გვიჭერს, არც ადამიანობა გვაძლევს უფლებას ეს არასწორი ნაბიჯი გადავდგათ…უფალსაც ვთხოვთ, რომ შეუნდოს, მაგრამ ამ შანსის დაკარგვის შემდეგ, ძნელია ენდო…უფრო სწორედ, შეუძლებელი…
და მე ჯერ კიდევ ვერ ვიწავლე, რომ ყველას არ უნდა ვენდო. ადამიანს ისეთი ჰგონია სხვაც, როგორიც თვითონა…მე კი ისიც მგონია, რომ შეუძლებელია წარმოიდგინო როგორ უნდა იყო ცუდი, როდესაც კარგი ხარ, ან პირიქით. როგორ უნდა გინდოდეს ადამიანისთვის ცუდი, როდესაც უაღრესად კეთილი ხარ…და გიკვირს შენს ირგვლივ დატრიალებული ბოროტების, რომელიც ყველა დროსა თუ სივრცეში იჩენს თავს.
ადამიანები გამუდმებით, განუწყვეტლივ ვეძებთ ჩვენნნაირი თვისებებიც მქონე ადამიანს. და რა დიდი ბედნიერებაა, როდესაც არ გიწევს განჭვრიტო ღიმილის მიღმა სივრცე. ჩახედო თვალებში და მისი აზრები ამოიკითხო, ჩაიხედო გულში და გაარკვიო მისი რეალური გრძნობები შენდამი…უბრალოდ ისიც საკმარისია, ისიც ზეცამდე ბედნიერს გხდის, როდესაც ხედავ რომ ისიც შენნაირი, შენსავით სუფთა, წმინდა…
და…ყოველთვის იცით რა მიკვირდა? – როდესაც გამუდმებით ჩამჩიჩინებდნენ, რომ თუ ასე მოიქეცი, ხალხი ასე იფიქრებს, ასე ეგონება…და ყოველთვის გული მტკიოდა, რადგან ბოლოს მხოლოდ მე ავღმოჩნდებოდი გარიყული ჩემი აზრებითურთ…როდესაც მხოლოდ მე არ მადარდებდა ხალხის აზრი. ‘ანგელოზიც რომ იყო, ვიღაცას შენი ფრთების შრიალი არ მოეწონება.’ იცით რა არის მთავარი? – როდესაც იცი, რომ შენს თავთან უაღრესად მართალი ხარ, მართალი ხარ უფალთან…როდესაც ხვდები, რომ ფარისევლობის ნატამალიც კი არ გაგაჩნია..და როდესაც ამას იწამებ, შეიგნებ… საზოგადოების აზრი სრულიად იკარგება, იკარგება მათი ცრუ მოსაზრებები, იკავებს სულ ბოლო ადგილს და ბოლომდე თუ არა, ნაწილობრივ მაინც ფერმკრთალდება…უბრალოდ გწამს, რომ მათი აზრი შენ არ შეგცვლის, არ დაგაკარგვინებს შენს თავზე წარმოდგენას და არც უფალს დაარწმუნებს ამაში…
ავტორი/ სოსო ნადირაშვილი