,,როცა სხვადასხვა ქალთან გძინავს, ისინი ერთმანეთში ითქვიფებიან. იცვლება მხოლოდ სახელი, კანის ფერი, სახე, სიმაღლე და ხმა. თმის სიგრძე, მკერდის გარშემოწერილობა, შემთხვევიდან შემთხვევამდე იცვლება. შენ მას ერთი და იგივე ფრაზებს უმეორებ, შენი ქმედებები მეორდება, იგივე მოძრაობები, იგივე მანერები.
,,შენ კარგი სურნელი გაქვს…ახლოს მოიწიე, უფრო… მე შენი მეშინია… ისე მწყურია შენი ტუჩები… მალე. მეტი აღარ შემიძლია… მადლობელი ვარ შენი, ღმერთო მადლობელი ვარ შენი, რა ბედნიერებაა… შენ მე საშინლად მომწონხარ… მგონი ეს სიზმარია. ჩვენ მთელი ღამე, მთელი ცხოვრება ასე ვიქნებით ჩახუტებულები’.’ ყოველ საღამოს ერთსა და იმავეს უმეორებ სხვადასხვა ქალს, იმ ბავშვის მომაჯადოვებელი მზერით, რომელიც სანატრელ საჩუქარს ხსნის. ცვლილებებს ისევ გაორებამდე მიყავხარ.
რაოდენ პარადოქსალურადაც არ უნდა მოგეჩვენოს, სიახლეს შეიგრძნობ მხოლოდ მაშინ, როცა ერთი ქალის ერთგული ხარ. დონჟუანებს არ გააჩნიათ ფანტაზიის უნარი. სასიამოვნოა კაზანოვას მიჩნევა ,,მუშა მანქანად’’, სინამდვილეში კი ის ზარმაცი იყო.
რამდენი ქალიც არ უნდა გამოიცვალო, შენ ისევ იმ მამაკაცად რჩები ვინც მანადე იყავი. შენ მარტივ გზას ირჩევ, რადგან ერთგული რომ დარჩე ამისათვის ტალანტის ქონაა აუცილებელი.’’
ფრედერიკ ბრეგბედერი-,,რომანტიული ეგოისტი’’