ალის სახელოსნოდან გამოაქვს თავისი დის – ზაჰრას ფეხსაცმელი, მაგრამ გზაში კარგავს. ეს, გოგონას ერთადერთი ფეხსაცმელი იყო, მამას კი ახლის ყიდვის შესაძლებლობა არ აქვს. გადაწყდა, რომ ბავშვები ალის ფეხსაცმელებს ჩაიცვამენ რიგ-რიგობით. ძმამ რომ სკოლაში დროულად მისვლა მოასწროს, ზაჰრამ სახლამდე მთელი გზა უნდა ირბინოს. ალი გადაწყვიტავს სკოლების შეჯიბრში მიიღოს მონაწილეობა, რათა მესამე ადგილზე გავიდეს და მოიგოს პრიზი – სპორტული ფეხსაცმელი, რომელსაც თავის დას აჩუქებს… მაგრამ შეჯიბრის შედეგი მოულოდნელი აღმოჩნდა.