უამრავი კვლევა ადასტურებს კავშირს თამაშსა და ბავშვების გონებრივ-სოციალური უნარების განვითარებას შორის.მათ შორის, პიაჟესა და ვიგოდსკის თეორიებიც, თუმცა ამ სტატიაში წარმოგიდგეთ ახალ, საინტერესო მოსაზრებას ზემოთხსენებულ საკითხზე, რომელიც ეკუთვნის„ბოსტონის კოლეჯის“ფსიქოლოგიის დოქტორ პიტერ გრეის. მან 2013 წელს გამოსცა წიგნი სახელწოდებით “Free to learn“
თამაში vs სწავლა
„გაბატონებული შეხედულების თანახმად, სწავლა ეს არის, რაც ხდება სკოლებში და სხვა უფროს ინსტრუქტორზე ორიენტირებულ დაწესებულებებში. თამაში ეს არის ძალების აღდგენა და დასვენება სწავლისგან, მაგრამ არსებობს ალტერნატიული მოსაზრებაც, რომელიც ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, მაგრამ დღესდღეობით ასე არ არის: თამაში არის სწავლა. თამაშით ბავშვები სწავლობენ ისეთ ცხოვრებისეულ უნარებს, რასაც სკოლაში ვერ შეიძენენ, ამიტომ ამ გაკვეთილის მისაღებად ბავშვებმა უფროსების ჩარევის გარეშე ბევრი უნდა ითამაშონ“- ამბობს პიტერ გრეი. ავტორი თავის წიგნში ეყრდნობა გერმანელი ფილოსოფოსის კარლ გროსის კვლევას, რომელმაც 1898 წელს გამოსცა წიგნი „ცხოველთა თამაში“, სადაც გროსი ამბობს, რომ ახალგაზრდა ცხოველებიც კი თამაშის დროს ვარჯიშობენ და ეუფლებიან იმ უნარებს, რაც ზრდასრულობის დროს სჭირდებათ გადარჩენისა და რეპროდუქციისთვის: მაგალითად, ლომის ბოკვრები და სხვა მტაცებლები თამაშობენ დევნას და დაჭერას, ხოლო ზებრები და სხვა მსგავსი სახეობები გაქცევას და სწრაფ მოძრაობას. იმისთვის, რომ დაეუფლონ უნარებს ახალგაზრდა ცხოველები უფრო მეტს თამაშობენ ვიდრე ზრდასრულები. 1901 წელს გროსმა გამოსცა ახალი წიგნი „ადამიანთა თამაში“. ადამიანებს ცხოველებისგან განხვავებით, გაცილებთ მეტი აქვთ სასწავლი, ამიტომ ისინი ყველაზე მოთამაშე არსებები არიან დედამიწაზე, გარდა უნივერსალური უნარებისა ყველა ბავშვი ზრდასრულებზე დაკვირვებით და მათი იმიტაციით თამაშისას, სწავლობს მისი კულტურისთვის დამახასიათებელ თვისებებს“-ამბობს გროსი.
პიტერ გრეიმ მოიძია შესაბამისი მასალები და შეისწავლა ბავშვების თამაში 10 000 წლის წინანდელ შემგროვებელ- მონადირე კულტურის ხალხებში: მონადირე ტომებს არ გააჩნდათ არაფერი სკოლის მსგავსი, უფროსებს სჯეროდათ, რომ ბავშვები სწავლობდნენ დაკვირვებით, აღმოჩენებით და თამაშით. ზოგჯერ პატარა ბავშვები სიცოცხლისთვის სახიფათო თამაშსაც თამაშობდნენ დანებით და სხვა იარაღით . უფროსები მათ ამის ნებას რთავდნენ, რადგან მათი მოსაზრებით: “სხვაგვარად, როგორ ისწავლიდნენ ამ ნივთების ხმარებას? ბავშვები თამაშობდნენ მთელი დღის განმავლობაში და ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ მოზარდი არ მიაღწევდა ზრდასრულ ასაკს და თვითონაც არ შეძლებდნენ უფროსებთან ერთად სანადიროდ წასვლას.
მეორე ჰიპოთეზა, რომლესაც გრეი თავის წიგნში ავითარებს არის ის, რომ მე-20 საუკუნის 50 -იანი წლებიდან დღემდე ბავშვების უფრო და უფრო ნაკლები დრო აქვთ დამოუკიდებლად თამაშისთვის. მიზეზი არის სკოლის გადატვირთული პროგრამა, კომპიუტერული თამაშები, ასევე მშობლების მიერ შვილების გადატვირთვა ორგანიზებულ სპორტზე, თუ სხვადასხვა წრეებზე სიარულით, რაც გრეის თქმით, ვერ შეცვლის დამოუკიდებლად თამაშს. თამაშის დროის შემცირება ბავშვებში დაკავშირებულია შემცირებულ ემპათიის და გაზრდილ ნარცისიზმის გრძნობასთან. (1970 წლიდან არსებობს ამ ორი თვისების შემფასებელი ტესტი) გრეის მტიკიცებით, რაც უფრო ნაკლებს თამაშობენ ბავშვები, მით უფრო ნაკლებად შემოქმედებითები არიან, სამაგიეროდ გაზრდილია სტრესი, რასაც ადასტურებს ეს მონაცემები: 50- იან წლებათან შედარებით, აშშ თვითმკვლელობის ფაქტები 15 წლამდე ასაკის ბავშვებში გაოთხმაგებულია. დასავლელ პოლიტიკოსებს და ზოგიერთ ექსპერტს გაზრდილი სასკოლო დროის გამამართლებელ არგუმენტად მოჰყავთ ჩინეთის, სამხრეთ კორეის და იაპონიის მაგალითი, სადაც მოსწავლეები მაღალ ქულებს აჩვენებენ საერთაშორისო ტესტებში. 2010 წელს ცნობილმა ჩინელმა განმანათლებელმა Jiang Xueqin -მა გამოაქვეყნა სტატია Wall Street Journal -ში, სადაც აღმოსავლური სასკოლოს სისტემა ასე შეაფასა: „ მაღალი ქულები და დაბალი უნარები. დღეს მოსწავლეები აღმოსავლურ სკოლებში არიან ნაკლებად შემოქმედები, უინიციატივოები არ აქვთ წარმოდგენის უნარი, აკლიათ თვითდისციპლინა, ცნობისმოყვარეობა და მონდომება“. კიდევ ერთ არგუმენტად, რომ თამაშის შემცირებასთან ერთად ბავშვები ნაკლებ კრეატიულები გახდნენ გრეის მოჰყავს კვლევა, რომელიც ჩაატარა ფსიქოლოგმა Kyung-Hee Kim მან შექმნა შემოქმედებითობის საზომი ტესტი Tests of Creative Thinking კიმის მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ 1984 წლიდან 2008 წლამდე ამერიკელ მოსწვლეთა შემოქმედებითობის ყველა ასპექტი შემცირდა თითქმის 50 პროცენტით.
Sudbury Valley School
“კრეატიულობა არ ისწავლება, ის შეიძლება განვითარდეს თამაშით”-გრეი
თავის ნაშრომში გრეის მოჰყავს ალტერნატიული სკოლის მაგალითი. ეს არის the Sudbury Valley School“ მასაჩუსეტში. სრულიად განსხვავდება ნებისმიერი თანამედროვე სკოლისგან, რადგან აქ მოსწავლეებს შეუძლიათ აკეთონ, რაც მოესურვებათ. მთავარია არ დაარღვიონ წესრიგი და სიმშვიდე შეინარჩუნონ. ბევრმა შეიძლება იფიქროს, რომ ეს სიგიჟეა, მაგრამ სკოლა უკვე 45 წელია არსებობს და რამდენიმე ათასი წარმატებული კურსდამთვარებულებიც ჰყავს. გრეიმ რამდენიმე მათგანი მოიძია და გამოკითხა, გაირკვა რომ ეს ადამიანები ზუსტად იმ მიმართულებით გახდნენ წარმატებულნი კარიერაში, რასაც ხშირად თამაშობდნენ სკოლაში: მაგალითად ერთ- ერთი წარმატებული მუსიკოსი საბდარის სკოლაში მუდმივად მუსიკალურ ინსტუმენტთან იყო უკრავდა და თამაშობდა. გემის კაპიტანი ქალბატონი საბდარის სკოლაში სწავლისას მუდამ სათამაშო ნავებით ერთობოდა და ასე შემდეგ .ჰარვადის უნივერსტეტის პროფესორ Teresa Amabile- ეს კვლევის თანახმად,შეჯიბრებითობის პირობებში, რაც თანამედროვე სასკოლო სისტემას ახასიათებს, ადამიანებში შემოქმედებითობა არ იზრდება, პირიქით. „რთულია იყო კრეატიული, როდესაც ფიქრობ, როგორ შეგაფასებენ სხვა ადამიანები. სკოლაში ბავშვების ყველა ქმედება უფროსების მიერ მუდმივად დაკვირვების და შეფასების ქვეშ არის. სკოლა არის კარგი ადგილი იმის სასწავლად, რაც სხვებს უნდათ, რომ შენ გააკეთო და საშინელი ადგილი შემოქმედებითობაში სავარჯიშოდ“ -Teresa Amabile. მიზეზი რატომაც არის თამაში მნიშვნელოვანი სოციალური უნარების განმავითარებელი არის ის, რომ ეს გასართობი და ნებაყოფლობითია: მოთამაშეს ნებისმიერ დროს შეუძლია შეწყვიტოს , თუ არ მოსწონს. ეს ყველა მოთამაშემ კარგად იცის, ამიტომ, თუ სურთ გააგრძელონ მხიარულება ყველა ვალდებულია პატივი სცეს სხვის სურვილებს. თამაში გულისხმობს უამრავ მოლაპარაკებას და კომპრომისს. თუ რომელიმე მოთამაშე მოინდომების სხვებზე დომინანტობას, მას გარიყავენ. ასეთ შემთხვევაში მიტოვებული მოთამაშე სწავლობს, რომ უნდა იყოს დამარწმუნებელი და არა მბრძანებელი. ბავშვები ასევე სწავლობენ ემოციის კონტროლსა და პასუხისმგებლობას თავიანთ ქცევაზე.
“მეცნიერება ჩაატარეს ექსპერიმენტი მაიმუნებზე და ვირთხებზე : გაზარდეს ისინი, ისე, რომ არ ჰქონოდან თამაშის საშუალება, შემდეგ მოათავსეს სხვა მაიმუნებთან და ვირთხებთან, სადაც მათ შეეშინდათ ან აგრესია გამოვლინეს. ასევე თავი ვერ გაართვეს ელემენტარულ დაბრკოლებებს, რასაც ჩვეულებრივი ცხოველები აკეთებენ. დღეს ბავშები არ არიან მთლიანად მოწყვეტილნი თამაშს, როგორც ზემოთ ნახსენები ვირთხები და მაიმუნები, მაგრამ თამაშობენ გაცილებით ნაკლებს, ვიდრებ 60-იან წლებში. მე არ ვცილობ დავარწმუნო ვინმე, რომ თანამედროვე სკოლები უნდა ჩაანაცვლონ თვითსწავლებაზე ორიენტირებულმა დაწესებულებებმა, მაგრამ არის შანსი დაიჯეროთ, რომ თამაში ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია“- ამბობს პიტერ გრეი.
გამომგზავნი/ავტორი: rcs.ge სასწავლო კვლევების ცენტრი