არის დღეები, როდესაც არ გვსურს ვიყოთ ის პიროვნება, ადამიანი, ვისაც სინამდვილეში წარმოვადგენთ. ცხოვრების ეს ეპიზოდი საკმაოდ რთულია, რადგად შენ სრულიად ეთიშები შენს ნამდვილ სახეს და თამაშობ, ვინაიდან ეს არის მომენტი, როდესაც ივიწყებ შენს პიროვნებას და იმას თუ რა დგას ამ პიროვნების უკან.
არასდროს ვუფიქრდებით რას ვაკეთებთ, მუდამ რაღაცის ძიებაში ვართ, მაგრამ მაინც ვერაფერს ვპოულობთ…. თუ ვპოულობთ ისიც უსარგებლო, ან მიუწვდომელია…. როდესაც გვსურს ვაკეთოთ ის რაც გვინდა, ხშირად გვეშლება ხელი და ამის მრავალი მიზეზი არსებობს… არასოდეს ჩავდივართ ისეთ ქმედებებს, რაშიც სარგებელს ვერ ვნახულობთ ან თუ ვიქცევით ასე იმასაც თავისი მიზეზები აქვს.
ადამიანი უსუსური არსებაა და როდესაც პიროვნება ამას იაზრებს, საკუთარ თავს უქმნის დიდ დამცავ კედელს,რომლის უკანაც იმალება,რათა ზიანი არ მიაყენონ.ეს კედლები კი არის ჩვენი წოდება ანუ ის ,რაც შენ გაყენებს გარკვეულ საფეხურზე.ვიღაც წარმატებული ბიზნესმენია, ვიღაც შეუდარებელი იურისტი ან დიზაინერი და ასე შემდეგ. ეს ის წოდებაა,საქმიანობა,რომელიც შენს წარმატებულობაზე თუ წარუმატებელ ცხოვრებაზე მიუთითებს. ჩვენი ცოდნითა და საქმიანობით ვცდილობთ ავაშენოთ ეს კედელი და დავიცვათ საკუთარი თავი საჯარო დამცირებისგან. ავნო ადამიანს მარტივია, მაგრამ რთულია ზიანი მიაყენო იმას, ვისაც გარკვეული პრიორიტეტები გააჩნია. სანამ მიაღწევ შეშინებულ პიროვნებამდე, რომელიც დიდი კედლის უკან იმალება ჯერ ის კედელი უნდა გაანადგურო. სწორედ ეს განსხვავებაა წოდებრივ და წოდების გარეშე არსებულ ადამიანებს შორის. ავნო მაღალ საფეხურზე მყოფ ადამიანს უფრო რთულია, ვიდრე იმას ვინც უბრალოდ ცხოვრობს…
ადამიანი ხშირად მარტოსულად გრძნობს თავს მიუხედავად იმიას,რომ მის ირგვლივ სხვებიც არიან. ამას კი მრავალი მიზეზი აქვს. მაგალითად ვიღაცისთვის ეს არის ცხოვრება იქ სადაც ყველა გიცნობს. რთულია იცხოვრო იქ სადაც ყველას სმენია შენს შესახებ, ალბათ უცნაურია თუ ყველამ იცის ვინ ხარ,რას წარმოადგენ როგორ შეიძლება იყო მარტოსული.ერთი უბრალო მიზეზის გამო,ყველა გიცნობდეს არ ნიშნავს რომ მათ შეუძლიათ შენი გაგება, შენთან გულახდილი საუბარი და უბრალოდ შენთან ყოფნა.ხშირად აწყდებიან ამ პრობლემას ადამიანები,ირგვლივ ბევრი ადამიანია მაგრამ ჩემი არავის არ ესმის. იმისათვის რომ გაუგო ადამიანს და მოუსმინო გულახდილად, ზუსტად გაიაზრო თუ რას გეუბნება და არა შენეული ვერსია შეურიო, ამისთვის საკუთარი თავის შეცნობაა საჭირო. თუ არ იცი ვინ ხარ შენ თვითონ, რას წარმოადგენ რა გინდა, რას ფიქრობ ამა თუ იმ საკითხის შესახებ,ვერანაირად ვერ გაუგებ სხვა პიროვნებას და მითუმეტეს ვერ შეძლებ ურჩიო რაიმე. ელემენტარულ საკითხებშიც კი შეიძლება მთელი დღე გაატარო გადაწყვეტილების მიღებაში და მაინც ვერ გააკეთო საბოლოო არჩევანი. ადამიანებმა უნდა მოვისურვოთ საკუთარი თავის შეცნობა და ნაკლებად დავადანაშაულოთ სხვები იმაში, რომ მათ არ ესმით ჩვენი,რადგან ისინიც ისეთივე გაურკვევლობაში არიან საკუთარ თავთან, როგორც თქვენ და მათაც ვერ უპოვიათ საკუთარი თავი. თუ მეტ დროს დავუთმობთ ჩვენი პიროვნების შეცნობას ამით არამარტო საკუთარ თავს, არამედ სხვებსაც დავეხმარებით.
ავტორი:ანა ლომთაძე