Skip to content

ჩანაწერები პირადი დღიურიდან – მოგზაურობის და ბედნიერების შესახებ !

***

  რამდენჯერმე დავწერე ჩემი მოგზაურობის შესახებ ჩანაწერები,თუმცა ვფიქრობ  ბოლომდე ვერ გადმოვეცი ჩემი შთაბეჭდილებები.ჯერ ისევ მთაში ვარ შემოდგომის პეიზაჟს ვხატავ.მთაში რამდენიმე მეგობართან ერთად ვისვენებ.როდესაც ერთად ვსეირნობთ ხელი–ხელ ჩაკიდული მივუყვებით ულამაზეს ხეობას,თუმცა როდესაც სახლში ვართ წვრილმანების გამო ვკინკალობთ.ალბათ იმიტომ,რომ სახლში ყველას მარტოდ ყოფნა მოგვწონს.

 ყველაზე მეტად ერთი ეპიზოდი დამამახსოვრდა მთაში გატარებული დღეებიდან.დღე,როცა მარტო წავედი ტყეში.დღე,როცა მივხვდი,რომ ასე უბრალოდ ბედნიერი ვიყავი.ტყეში რამდენიმე ჰამაკია გაბმული,რომელთა პატრონიც არასდროს არ ჩანს,ამიტომ ვფიქრობ ეს ცისფერი ჰამაკები მოგზაურებისთვის არის.მეც ჩავჯექი მასში და ჩანთიდან “მოხუცი და ზღვა” ამოვიღე.კითხვის დროს მეც ჩემს გონებაში სურათებს ვხატავ.ტყის საოცარ სურნელს ვგრძნობ.ნეტავ შენ ჩემო თავო –  ყველაზე  მაგარი ოცნება აგისრულდა – ნამდვილი მოგზაური გავხდი ! კითხვის დროს დრო და დრო ჩიტივით გავინაბები.ვფიქრობ ადამიანი არასდროს ქრება სამყაროდან.სხვა თუ არაფერი ჩიტებად და ყვავილებად ვაგრძელებთ ცხოვრებას…ჩემი თეთრი სვიტერი მაცვია  და მსიამოვნებს ოდნავ რომ გრილა.უამრავი სურათი გადავუღე ჩემს საყვარელ ხეებს და ფრინველებს,მაგრამ ციფრულზე უკეთესად ჩემმა სულმა დაიმახსოვრა ყველაფერი.

ბორჯომის პარკში უამრავი ტურისტი ირევა.ისინი განსაკუთრებით მაშინ იღიმიან,როდესაც მასპინძლებს ხვდებიან და სელფს იღებენ.

***

და ერთ დღეს,როდესაც მეგობრების გარეშე წავედი ტყეში დავიკარგე კიდევაც. არ მიფიქრია თუ დავიკარგებოდი ვის დააკლდებოდა ჩემი არყოფნა.ასეთი ბავშვური აზრები არ მაქვს.ძალიან კარგად ვიცი ვის ვუყვარვარ და ვის არა.ჩემს ირგვლივ ხეები ცას წვდებიან და ხეობიდან საოცარი დილის სუსხი მოაქვთ.რატომღაც შემეცოდნენ ხეები,ისინი ხომ ყოველთვის ერთ ადგილას დგანან.ისინი ვერ მოგზაურობენ.არ იციან რა ხდება სხვა ტყეებში,რას ფიქრობენ სხვა ხეები და მთები.მაგრამ ალბათ არ ვფიქრობ სწორად,რადგან ხეებს აქვთ ფესვები,ყავთ ფოთლები და აქვთ ულამაზესი ტოტები.ფესვების საშუალებით მათ იციან რას გრძნობენ სხვა ხეები.ფოთლები კი არიან მათთვის ყვავილები,რომლებიც იზრდებიან და ტყე მათი დახმარებით შარი–შურობს და საუბრობს სხვა ხეებთან.ტოტების დახმარებით კი ხეები ერთმანეთს ეფერებიან და ერთმანეთის ტკივილს იზიარებენ.

 როდესაც ტყეში დავიკარგე მაშინათვე დედას დავურეკე,მივხვდი სანამ დედა გყავს არაფრის არ უნდა გეშინოდეს.თუნდაც უღრან ტყეში დაიკარგო.დედამ მითხრა, რომ ხეებზე საორიენტაციო ისრები არის გამოსახული და ამ ნიშნების დახმარებით გამოვედი სამშვიდობოს.მეგობრები უკვე მეძებდნენ.ხელში ფანრები ეჭირათ და ჩემს სახელს იმეორებდნენ ხეებიც.ამიტომ მივხვდი ბოლომდე არასდროს ვიცით ვის შეიძლება ვუყვარდეთ მთელი გულით.

  საღამოს კოცონი დავანთეთ სახლთან ახლოს.არ გვიმღერია,ბევრიც არ გვისაუბრია.ყველა ჩვენს ფიქრებში ვიყავით გართული.შემდეგ ანას შეყვარებული ამოვიდა თბილისიდან.სამწვადე მოიტანა.მწვადის ნაჭრები როგორც კი შამფურზე ავაგეთ და ნაკვერჩხლებსაც ტკაცა –ტკუცი გაუდიოდა,მაშინათვე გავმხიარულდით და ქეიფის ხასიათზე დავდექით.მწვადს წითელი ღვინოც მივაყოლეთ და საუბრის ხასიათზეც დავდექით.ვისხედით მეგობრები ცეცხლის გარშემო და ვმხიარულობდით.უკვე ღრმა ძილით ეძინათ ჩვენს ირგვლივ მთებს.მწვადის საოცარი სურნელი ტრიალებდა ჰაერში. ყურს თუ კარგად დაუგდებდით ჩვენი მხიარული ხმების გარჩევაც შეიძლებოდა ტყეში.მოკლედ ცხოვრება გრძელდებოდა ჩვეულერივად –  ლამაზად და ბედნიერად.