გზა კარგია , მითუმეტეს გრძელი გზა , ფიქრისთვის კარგია . თან მუსიკაც თუ ახლავს ხომ საერთოდ ამ გზას (მაგრამ ამ უკანასკნელში ნამდვილად არ გამიმართლა). ეს ყურსასმენებიც დამრჩა და ახლა უკვე ვალდებულებად მექცა მძღოლის მიერ შერჩეულ “ტაში ტუშებს ” ვუსმინო . მძღოლი , რა თქმა უნდა ჩემზე უფროსია და მხოლოდ ამ მიზეზით , თავს ვიმშიდებ რომ ჩემი ზრდილობა უფროსსა და უმცროს შორის არ შეილახება . არა და არ ვითხოვ რომ ფლოიდის სიმღერა ჩართოს არ რომელიმე ამერიკული ჯგუფის , ქართული ჯგუფის მოსმენაც მეყოფა . მაგრამ გამახსენდა არავინაა ჩემს მიმართ ვალდებული. შესაბამისად არ არსებობს შეღავათი. რას ვამბობდი ? მგონი თემას გადავუხვიე . გამახსენდა , გეუბნებოდით , რომ ფიქრი კარგიათქო , ცხოვრებისეული დასკვნების გამოტანაში დაგეხმარებათ .
მითუმეტეს დღეს მსოფლიოში , ყველას “რაღაც” გვაწუხებს . ბოლო ბოლო ხომ არ “იკბინება ” ეს დალოცვილი. მოდი ყოველგვარი ფილოსოოფის გარეშე გავაგრძელებ , ყველაფერს ხომ თავისი კულტურა აქვს ? ხო და ახლა აქაურობას აღგიწერთ როგორ ვფიქრობ ამ მგზავრობაზე ( ჩემ კონკრეტული მიზნით გადადგმულ ნაბიჯზე ) იმას ალბათ მიხვდით , რომ აქ მყოფთაგან , უცენზურო ადამიანიც ურევია და სრულიად არ ადარდებს ის ფაქტი , რომ “არასრულწლოვნები ” ვმგზავრობთ .
მძღოლიც კარგი უცენზურო ვიღაც ჩანს , თან სიგარეტს გამალებით აბოლებს , აქ მსხდომ ზრდასრულ ქალებზე რაღა გითხრათ ? როგორც ყოველთვის განიხილავენ ამბებს , აკრიტიკებენ სხვას არადა როგორც წესი , შენში უნდა იპოვო ცუდი და მის გამოსწორებას უნდა შეეცადო , “შე კაი ადამიანო სხვას რასუქექავ ამბებს,” მისი ცუდი მხარეები მასზე უკეთესად არ გეცოდინება . ვიღაც ისე ახველებს, ფილტვები სკდებიან . ტრადიციულად პოლიტიკაზე ვინმემ საუბარი თუ არ ჩამოაგდო , ეს რა მგზავრობა გამოვა . ხოდა არც ჩემი მოგზაურობა არ ყოფილა გამონაკლისი .( ღმერთო გაჩერეთ ეს მუსიკა )
იცით რა მე ძალიან მიყვარს მოხუცები , მიყვარს მათი ნაოჭები ისინი ხო მათ ისტორიას გვამცნობენ . მიყვარს მათი მშრომელი ხელები . ბოლოს მეც ხომ დავბერდები ყველანი სიკვდილის შვილები ვართ , მაგრამ არ მინდა უკულტუროდ დავბერდე , რომ არასწორი წარმოდგენებით ვიცხოვრო .
ახალგაზრდებიც მიყვარს , სიცოცხლით სავსე ახალგაზრდები , მაგრამ , რომ ვაღიაროთ დღეს ახალგაზრდაც და მოხუციც ერთ დონეზე დგას 50 / 50 -ზე . ანუ ახალგაზრდებშიც ურევია უკულტუროები და მოხუცებში . მაგრამ , “აღზრდას ” მოყვება ყოველივე და არა “გაზრდას” . ჰო ასე კულტურა გვშია . გვშია და მორჩა ! ამ მგზავრობიდან მივიღე დასკვნა : კულტურა გვშია ! გზა კარგია , მითუმეტეს გრძელი გზა . ცხოვრებისეული დასკვნების გამოტანაში დაგეხმარებათ .
ავტორი : ნანო ჯაიანი