ხშირად უგრძვნია თავი ადამიანს უსუსურ და მარტოსულ არსებად, თითქოსდა სიცარიელე ისადგურებს მის სულსა და გულში, როდესაც გარემო სამყაროს წყდება და არიცის რითი კვებოს საკუთარი ბედნიერების შეგრძნება, იმ ბედნიერების რომლითაც ყოველდღე საზრდოობდა ვირტუალურად. გამზადებული, მზარმზარეული შგრძნებები და ილუზიების დიდი, ჭრელი სამყარო, რასაც ვიღებთ ყოველდღე ვირტულურ სივრცედან, მერე ,დროთა განმავლობაში ვხვდებით რა ამაოა ეს ყველაფერი, და როგორ გარბის დრო, რომ ვერ ვასწრებთ მიმოვიხედოთ ჩვენს ირგვლივ და აღმოვაჩინოთ ჩვენივე საკუთარი ბედნიერება, ღიმილები და ნამდვილი სახეები, ჩვენ რომ შემოგვყურებენ და ელიან სითბოსა და ყურადღებას.
ერთი მოხუცი კაცი ცხოვრობდა ჩემს სოფელში, ხელებზე რომ დაგეხედათ წაიკითხავდით განვლილი ცხოვრების დღეებს, მის გამოკვეთილ, ძარღვებამოყრილ ნაოჭებზე. ზოგჯერ, როცა მზეზე დაჯდებოდა გასათბობად, მოგეხსენებათ, მოხუცებს განსაკუთრებით უყვართ სითბო, ხელები მდინარედან ახლად ამოყვანილი თევზივით უთრთოდა. მზერას უსასრულო სივრცეში მიაპყრობდა ხოლმე ჯოხზე დაყრდონილი და თვალები ცრემლით ევსებოდა.
ვუყურებდი ამ სათნო მოხუცს და ჩემს გონებაში ვიმახსოვრებდი, არ მიფიქრია ფოტოს გადაღება და გაზიარება, ეს ისეთი ნამდვილი იყო, მინდოდა ჩეთვის დამეტოვებინა და ყოველთვის, თან მეტარებინა.
თუ ჩვენ კარგად მიმოვიხედავთ ირგლივ, ბევრ რეალობას შევეჯახებით და თუ, ამ ყველაფერს ჩვენივე გონებაში დავიმახსოვრებთ, არასოდეს შეგვაწუხებს სიცარიელის განცდა.
ზოგჯერ, იქნებ ხელიც გავუწოდოთ ერთმანეთს და დავეხმაროთ,რომ უკეთ ვიგრძნოთ თავი.
მართლაც, ადამიანის უძვირფასესი საუნჯე ხომ მისი ვინაობაა, -ვინ ვართ ჩვენ?
-დაეხმარეთ და მოიპოვეთ საკუთარი საუნჯე!
თეა კუჭავა