1. არასოდეს ააწყოთ ბიზნეს-გეგმა იღბლის იმედად.
2. არასოდეს მისცეთ საკუთარ თავს ცუდ ხასიათზე დარჩენის უფლება.
3. არასოდეს დაივიწყოთ დეტალები და ვადები.
4. არასოდეს გაიხაროთ სხვისი მარცხით.
5. არასოდეს შეწყვიტოთ სწავლა, სხვების მოსმენა და დახმარება.
6. არასოდეს დაივიწყოთ მადლობის გადახდა მათთვის, ვინც თქვენს მიერ არჩეულ გზაზე, დაგეხმარათ.
7. არასოდეს დაუშვათ, რომ შესვენება სიზარმაცეში გადაიზარდოს.
8. არასოდეს გაიქცეთ, თუ ბრძოლა გელით.
9. არასოდეს იბრძოლოთ, თუ “ჩიტი ბრდღვნად არ ღირს”.
10. არასოდეს გაჩერდეთ მიზნისაკენ სავალ გზაზე.
11. არასოდეს გადააქციოთ წინდაუხედაობა დიდ შეცდომად.
12. არასოდეს დაივიწყოთ თქვენი ფესვების შესახებ.
13. არასოდეს მისცეთ სიამაყეს, დახმარების თხოვნაში, ხელის შეშლის უფლება.
14. არასოდეს დაიმციროთ თავი წვრილმანებით, იმ შემთხვევაშიც, თუ ამის კეთება პირველად სხვამ დაიწყო.
15. არასოდეს ჩაეფლოთ საქმეში იმდენად, რომ თქვენს ირგვლივ მყოფი ადამიანებისთვის, კეთილი სიტყვის თქმა დაგავიწყდეთ.
16. არასოდეს დაკარგოთ რწმენა, რომ ყველაფერი გამოგივათ.
17. არასოდეს მისცეთ ძალაუფლებას და ფულს, თქვენი გონების დაუფლების უფლება.
18. არასოდეს მისცეთ შიშს უფლება, რომ უფრო მარტივი გზით გატაროთ.
ლალი ადიკაშვილი